სხვადასხვა

რუსეთს ნავალნი “ჩაუდეს”

23 სექტემბერი, 2019

რუსეთის სამხედრო ექსპერტი იგორ კოროჩენკო ტვიტერზე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იელის უნივერსიტეტში სწავლის დროს ამერიკელი საზღვაო ქვეითით ჩაანაცვლეს და უკან რუსეთში არა ნამდვილი ნავალნი, არამედ მისი დუბლიორი დაბრუნდა. კოროჩენკოს თქმით, ეს ამბავი მან ერთ-ერთი პოლიტოლოგისგან მოისმინა. 10 სექტემბერს აღნიშნულ პოსტს სტატია კრემლისტურმა სააგენტო Tsargrad-მა მიუძღვნა.

"

Tsargrad-ის სტატია ალექსეი ნავალნიმ ინსტაგრამზე გააზიარა, კომენტარით “ახლა დავდივარ და ვფიქრობ, იქნებ მართლა საზღვაო ქვეითი ვარ, რომელიც ჰიპნოზის ქვეშ დაარწმუნეს, რომ ნავალნია?”

"