რუსი ნეონაცისტი მილჩაკოვი, რომელიც დონბასში იბრძოდა, სირიაში “აღმოაჩინეს”

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

gdfg
573
VIEWS

უკრაინული ტელეარხი “ესპრესო” საკუთარ ვებ-გვერდზე Espresso.tv-ზე ონლაინ-გამოცემა Fontanka.ru-ზე დაყრდნობით მასალას ავრცელებს. სტატიის მიხედვით, დაქირავებული ჯარისკაცი სანკტ-პეტერბურგიდან ალექსეი მილჩაკოვი ზედმეტსახელად “ფრიცი”, რომელიც 2014-15 წლებში ხელმძღვანელობდა ბანდფორმირება “რუსიჩ”-ს და იბრძოდა უკრაინული არმიის წინააღმდეგ, ახლა სირიაში იმყოფება.

დიდი ხნის განმავლობაში მილჩაკოვის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ის ახლახანს ამოიცნეს რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთ სირიაში გადაღებულ ფოტოზე, სადაც ისინი პრორუსი სოციალისტი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის შეირაღებულ ძალებში მსახურობენ.

“დონბასში მებრძოლი დივერსიული თავდასხმის სადაზვერვო ჯგუფ “რუსიჩ”-ის მეთაური, რომელიც 2014-2015 წლებში “ნოვოროსიის” ერთ-ერთ ბრენდად იქცა, უეცრად გაუჩინარდა. რუსული სამხედრო მისიის შესახებ სატელევიზიო ინტერვიუების მოყვარული ბოლო დროს ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია…. მილჩაკოვი ამტკიცებს, რომ იგი ყირიმის ხიდს აშენებს, თუმცა ფოტო სხვა ქვეყანაზე მიანიშნებს,” – ნათქვამია წერილში.

  • მილჩაკოვი რუსულ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”-ს მებრძოლების ფოტოზე შეამჩნიეს, რომელიც სირიის პროვინცია ჰომსშია დისლოცირებული.
  • “ყოველგვარ ეჭვგარეშეა, ეს ალექსეი მილჩაკოვია,” – ამტკიცებენ რუსი ჟურნალისტები.
  • მილჩაკოვი იმ ადამიანთა სიაში იმყოფება, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები დააწესა.
  • იგი ნასიტურ იდეოლოგიას მისდევს და სადისტობით თავის მოწონება უყვარს.
  • უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, მილჩაკოვს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
  • უკრაინის მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, მილჩაკოვის კრიმინალური მოქმედებების შედეგად, უფრო კონკრეტულად კი, 2014 წლის 5 სექტემბერს ლუგანსკის რეგიონის სლავიანო-სერბული რაიონის სოფელ პრივეტნოესთან შორიახლოს მის მიერ მოწყობილ ხაფანგში ბატალიონ “აიდარი”-სა და მე-80 ცალკეული სადესანტო თავდასხმითი ბრიგადის დაახლოებით 40 ჯარისკაცი დაიღუპა.
  • კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” ხელმძღვანელობს რუსული სამხედრო დაზვერვის (გრუ) გადამდგარი ოფიცერი დმიტრი უტკინი (სწორედ მას უწოდებენ “ვაგნერს”).
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” პუტინის პირად არმიად მიიჩნევს.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist