სხვადასხვა

რუსული ფირმა საბავშვო საწოლებს Бук-ის სარაკეტო კომპლექსის დიზაინით აწარმოებს

7 ოქტომბერი, 2016

მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება Бук-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტიდან ყურადღების გადატანას ცდილობს, რუსულმა კომპანია CaroBus-მა მალაიზიური ბოინგის თემაზე კომერციული მოგების ნახვა სცადა.

The Guardian-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში არსებულმა საბავშვო ავეჯის მწარმოებელმა ფირმამ Бук-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ფორმის მქონე საბავშვო საწოლების გაყიდვა დაიწყო.

1

28 სექტემბერს, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) დაასკვნა, რომ მალაიზიური ბოინგის 298 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი სწორედ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადასული Бук-ის საზენიტო - სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის შედეგად დაიღუპა.

კომპანიის თქმით, საბავშვო საწოლები სერიის „დედასამშობლოს მომავალი დამცველები" ნაწილია.