სად დააკავეს ბილ გეიტსი – სამხრეთ კაროლინაში თუ სატირულ ვებ-გვერდზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

179
VIEWS

3 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Goria Shiva-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ბილ გეიტსი ამერიკელმა სამხედროებმა ბავშვებით ვაჭრობის, ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისა და სხვა “ენითაღუწერელი დანაშაულების” გამო დააკავეს. Goria Shiva-მ იდენტური ინფორმაციის შემცველი პოსტები გამოაქვეყნა ფეისბუქ  ჯგუფებში: სიცოცხლის დაცვისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ალიანსი, ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი და არა სტუდენტების ძალით ვაქცინირებას. იდენტური ინფორმაცია მომხმარებელმა Karen Jitsuryoku-მ რუსული საიტიდან tengri.ucoz.ru ფეისქბუქ ჯგუფში “კორონა მაფია” გააზიარა.

;
გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბილ გეიტსი დააკავეს, ყალბია და სათავეს სატირულ-იუმორისტული შინაარსის ვებსაიტიდან იღებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მითითებული არ აქვს, რომ მისი პირველწყარო სატირულია.

ბილ გეიტსის დაკავების შესახებ ინფორმაცია ონლაინ გამოცემა Real Raw News-მა პირველ აგვისტოს გაავრცელა. სტატიის მიხედვით, ბილ გეიტსი 27 ივლისს რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ სამხრეთ კაროლინაში დააკავეს.

 ;
რეალურად, ონლაინ გამოცემა Real Raw News-ის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებულია, რომ საიტი საგანმანათლებლო და გასართობი მიზნებისთვის შეიქმნა, ამავე ტექსტში ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ საიტი იუმორს, პაროდიას და სატირას შეიცავს. საიტს მაიკლ ბექსტერი მართავს და ყველა მასალა სწორედ მისი ავტორობით ქვეყნდება.

;
Real Raw News-ზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია აშშ-ში სხვადასხვა ანტივაქსერულ ჯგუფში ფაქტის სახით გავრცელდა, ინფორმაცია Lead Stories-სა და Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. ბილ გეიტსი  27 ივლისის მერეც საკუთარ ინსტაგრამ და ტვიტერის ანგარიშებზე პოსტებს აქტიურად აქვეყნებდა, მათ შორის ვიდეოებს მისივე მონაწილეობით.

;
ბილ გეიტსის სასამართლო პროცესების, დაკავებებისა და დაჯარიმების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ასეთ დროს გამოგონილ ინფორმაციას აუდიტორიას რეალურ ამბად, მასალის გამოგონილი შინაარსის შესახებ მკაფიო მითითების გარეშე აწვდიან. “მითების დეტექტორმა” ქართულ მედიაში რეალურ ამბების სახით გამოქვეყნებული სატირული ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist