პოლიტიკა

სახელისუფლებო და ანტილიბერალური ჯგუფების ორგანიზებული კამპანია რესპუბლიკელების წინააღმდეგ

5 მაისი, 2020

28 აპრილს “რესპუბლიკურმა პარტიამ” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნა პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-სპიკერად დანიშვნის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეფასებებს შეეხებოდა. “რესპუბლიკელების” აზრით, მთავრობის პოზიცია  სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში ჩარევის მცდელობაა, რაც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებითაა განპირობებული და არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას. ხელისუფლების ქმედებას ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობა უწოდეს პარტია “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა. ამ თემის პასუხად, 29 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემის “ღია ეთერის”  ინტერაქტივი “ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებული ოპოზიციის” ღირსებას, მთავარი თემა კი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას შეეხებოდა. გადაცემაში 6-წუთიანი სიუჟეტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ “რესპუბლიკური პარტიის” დამოკიდებულებას დაეთმო. 

"

ოპოზიციის, კერძოდ კი რესპუბლიკელების მადისკრედიტირებელი კამპანია გადაცემის ეთერში გასვლამდე, მათი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის მტრებად შერაცხვის გარდა, რესპუბლიკურ პარტიას ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებასა და უპრინციპობაში დასდეს ბრალი, ასევე ეკლესიასთან მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში. 

პროსახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები

კამპანიაში ჩართული იყო სახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები, სადაც აქტიურად ზიარდებოდა მადისკრედიტირებელი პოსტები. გვერდებს შორისაა: “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “პოლიტიკოსები ერთი ლარიდან”, “ქვეყნის მტრები”, “რეჟიმი გიყურებს”, “არქივი”.

"'

'"

მადისკრედიტირებელი პოსტები ზიარდებოდა შემდეგ სახელისუფლებო ჯგუფებში: “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!”, დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა",“კახა კალაძე თბილისის მერი”,  “ “მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია”, “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”.

''

''

''

ონლაინ მედია

ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები reportiori.ge, qartuliazri.reportiori.ge, nsp.ge ლევან ბერძენიშვილის ძველი განცხადებების გაზიარებით, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მტერს უწოდებს, ბერძენიშვილის “ორმაგი სტანდარტებისთვის” ხაზის გასმას შეეცადნენ. 

''

'

სახელისუფლებო ექსპერტები

სახელისუფლებო ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძე რესპუბლიკური პარტიის პოზიციას ნაციონალური მოძრაობის განცხადებების გადამღერებას უწოდებს, რაც შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნდა: infopostalioni.com, reportiori.ge, ongo.ge.

''

'

“რესპუბლიკელებს” სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძეც გამოეხმაურა, რომელმაც პარტიის განცხადება საქართველოს მიმართ ღია და დაუფარავ მტრობად შეაფასა.

''

ანტილიბერალი ჯგუფები

რესპუბლიკური პარტიის განცხადებას გამოეხმაურა ანტილიბერალი აქტივისტი, ქართულ მარშთან დაკავშირებული ბექა ვარდოსანიძეც, რომლის აზრითაც, თუ რესპუბლიკელები მთავრობის განცხადებებს უკრაინის საშინაო საქმეში ჩარევად მიიჩნევენ, მაშინ კინზინგერისა და სხვა “კინკილა” კონგრესმენების განცხადებები საქართველოს მიმართებით არ უნდა ჩაითვალოს დიპლომატიად.  ვარდოსანიძემ ასევე გააზიარა თავისივე, 2018 წლის პოსტი, რომელიც სხვადასხვა დროს ხელისუფლების მხარდამჭერ და სხვა ჯგუფებში - “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფესიბუქზე”“, “ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc” ვრცელდებოდა. პოსტში ვარდოსანიძე რესპუბლიკურ პარტიას “რესპუბლიკურ სექტას” უწოდებს, ვიდეოს შინაარსის არასწორი აქცენტების ხაზგასმით ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს და პარტიის წევრებს ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლებად წარმოაჩენს. ვარდოსანიძის 2018 წლის პოსტი 2019 წელს შალვა რამიშვილმაც გააზიარა.

"

''

''

'

'

ბერძენიშვილების შეურაცხმყოფელი ფოტო გამოაქვეყნა ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკის მიზნით შექმნილმა ფეისბუკის გვერდმა Geo Pepe-მ. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება კი, სადაც ის ძმებ ბერძენიშვილებს უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტებსა და საქართველოს მტრებს უწოდებს გაავრცელა  ქართული გვერდი / Georgian Page-მა, რომელიც ჩვეულებრივ ულტრანაციონალისტური მედიაპლატფორმის  alt-info-სა და ღიად პრორუსული ტელევიზიის ობიექტივის მასალებსა და ჰომოფობიურ პოსტებს აზიარებს.

'"

აღსანიშნავია, რომ geopepe-ს ფეისბუკ გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი რუსეთიდან მართავს გვერდს. გვერდს სულ 18 ადმინისტრატორი ყავს.

'

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომერე ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ანტილიბერალური და რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევა, დავით და ლევან ბერძენიშვილებს ქვეყნის დაუძინებელ მტრებად მოიხსენიებს. მჟავანაძის განცხადება geomediapress.ge-დან სხვადასხვა ჯგუფში გავრცელდა:   Georgia • საქართველო ✔️რუსთავი 21 / RUSTAVI 21, “კახა კალაძე თბილისის მერი”.

"'

"


მოამზადა ანი ქისტაურმა
მითების დეტექტორის რეგიონული ქსელი
მასალა მომზადდა CrowdTangle-ის და truly media-ს ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით