საშობაო სუვენირი, თოვლის გლობუსი შემთხვევით გამოიგონეს?!

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

111
VIEWS

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით.

2020 წლის დეკემბერში, საშობაო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელში თოვლის გლობუსის შესახებ ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა:

თითქოს საშობაო გლობუსის ფორმის სუვენირი “შემთხვევით გამოიგონა სამედიცინო ხელსაწყოების შემკეთებელმა კაცმა, რომელიც ცდილობდა საოპერაციო ოთახებისთვის უფრო კაშკაშა ნათურა გაეკეთებინა, ამიტომ ამისათვის ამრეკლი ნაწილაკებით წყლით სავსე ჭიქის გამოყენება სცადა. ეფექტმა მას თოვლი მოაგონა, სწორედ აქედან გაუჩნდა თოვლის გლობუსების იდეა.”

მართალია, ზემოაღნიშნული ნამდვილ ამბავს ეფუძნება, თუმცა ეს სრული ისტორია არ არის.

ზემოთ მოყვანილი ეს უჩვეულო ისტორია ეხება ერვინ პერზის, ავსტრიელ ქირურგიული ინსტრუმენტების მექანიკოსს, რომელმაც შემთხვევით 1900 წელს, როდესაც ის ნათურის სიკაშკაშის გაუმჯობესებას ცდილობდა, ერთ-ერთი პირველი თოვლის გლობუსი შექმნა.

ერვინ პერზის შვილიშვილი BBC-ს უყვება, თუ როგორ მივიდა შემთხვევით ავსტრიელი ქირურგიული ინსტრუმენტების მექანიკოსი თოვლის გლობისუს შექმნის იდეამდე 1900 წელს: პერზი ფეხსაცმლის შემქმნელებისგან იყო ინსპირირებული, რომლებიც სინათლის გასაზრდელად სანთლის წინ წყლით სავსე მრგვალი ფორმის მინას (აბაჟურს) დებდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევდა, თითქმის ხელის მტევნის სიდიდის სინათლის წყარო მიეღოთ.

ეს იყო პრინციპი, რომლის გამოყენებითაც პერზის უნდოდა, ნათურის სინათლე გაეზარდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ეს მეთოდი არ მუშაობდა. მისი შვილიშვილი ყვება, რომ “ერთ დღესაც მან თეთრი ფხვნილი, სემოლინა (მანის ფაფა), რომელსაც ბავშვის საკვებად იყენებენ, წყლით სავსე გლობუსის ფორმის შუშის ჭურჭელში ჩაყარა. ფხვნილი წყლით გაიჟღინთა და ჭურჭლის ძირისკენ ნელნელა დაეშვა. სწორედ ამ ეფექტმა პერზის თოვლის მოსვლა მოაგონა, და ეს იყო პირველი, უმარტივესი იდეა თოვლის გლობუსის შესაქმნელად.”

საბოლოოდ პერზიმ ამ თოვლის გლობუსების გაყიდვა საკუთარი კომპანიის – Original Vienna Snow Globes– ის საშუალებით დაიწყო, რომელიც დღესაც მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერვინ პერზი შეიძლება შემთხვევით მივიდა თოვლის გლობუსის იდეამდე, ის არ იყო პირველი, ვინც ეს კონცეფცია მოიფიქრა. სინამდვილეში, ჩანაწერები მიუთითებს იმაზე, რომ ეს დეკორატიული ნივთი სულ მცირე ორი ათეული წლის განმავლობაში, პერზის “გამოგონებამდე” უკვე არსებობდა.

შეერთებული შტატების კომისიის წევრების მოხსენებაში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი 1878 წელს პარიზის უნივერსალური გამოფენის (Paris Universal Exposition) ექსპონატები, ერთი თოვლის გლობუსის შესახებ აღნიშნულია შემდეგი:

“წყლით სავსე მინის ბურთულები, რომელშიც პატარა კაცუნა ქოლგით დგას. ბურთულები ასევე შეიცავს თეთრ ფხვნილს, რომელიც ბურთულების ამოყირავების/შენჯღრევის შედეგად თოვლის ფიფქების ცვენის იმიტაციას ქმნის.”

მიუხედავად იმისა, რომ ამ 1878 წლის თოვლის გლობუსის სურათები არ არსებობს, ქვემოთ მოყვანილია სხვა თოვლის გლობუსის ფოტოსურათი, რომელიც 1889 წლის პარიზის უნივერსალურ გამოფენაზე იყო ნაჩვენები.

1

ბერგსტრომ-მალერის მინის მუზეუმის ფოტოზე ნაჩვენებია ”ერთ-ერთი პირველი წყლის გლობუსი ან თოვლის გლობუსი”, რომელიც პარიზში 1889 წელს გამართულ უნივერსალურ გამოფენაზე სუვენირად იყო წარდგენილი ცნობილი საფოსტო ბარათების კომპანიის, Léon & Levy-ს მიერ. ბერგსტრომ-მალერის მინის მუზეუმის თანახმად, ეს თოვლის გლობუსი დამზადებული იყო კერამიკისა და მინისგან და დაახლოებით 8 სმ სიმაღლე ჰქონდა.

აშშ-ში თოვლის გლობუსის გამოჩენა 1927 წლიდან იწყება, როდესაც ჯოზეფ გარაჯამ იგი პიცბურგში დააპატენტა. თუმცა გარაჯას დიზაინი საშობაო სადღესასწაულო ხასიათით არ გამოირჩეოდა, რადგან ბურთში თევზი წყალმცენარეებს შორის დაცურავდა. მიუხედავად ამისა, გარაჯას მეთოდმა აღნიშნულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა. ამის შემდგომ, თოვლის გლობუსი არა მხოლოდ გამოცდილი ოსტატების მიერ ინდივიდუალურად შექმნილი ძვირადღირებული სუვენირი, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფი ნივთი გახდა, რომლის წარმოება და გაყიდვა შესაძლებელი გახდა.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist