შეიძლება თუ არა დააპატიმრონ ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი სხვას განზრახვის გარეშე გადადო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

24 სექტემბერს გაზეთმა “ალიამ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება”. მასალაში ჩამოთვლილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლი – მუხლი 132, მუხლი 247 და მუხლი 248 – რომლებიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის,  სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვისა ან გაყალბების, ასევე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევის შემთხვევებში შესაბამის ზომებს ითვალისწინებს. ამ მუხლებს ჟურნალისტი ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომლის ინფიცირებას უკავშირებს და მოცემული მუხლის საფუძველზე მათი დასჯისკენ მოუწოდებს.

ალია:  “ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელია ინფიცირებული… დიდი დარბაზში სხვა ოპერატორებთან ერთად და შეხვედრები აქვთ დღეში ასამდე ბენეფიციართან, ამ განყოფილების ბენეფიციარები კი უმეტესობა ავადაა, ქრონიკული, ან სხვა დაავადებით, ან ოჯახში ჰყავს დაავადებული ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ფაქტს არ ასაჯაროებს, თანამშრომლები არ დაუტესტავს, არ დაუკეტავს დროებით შენობა და არ ჩაუტარებია დეზინფექცია, არ გადაუყვანია განყოფილება ამ დრომდე ონლაინ რეჟიმზე, ისევ იღებს ბენეფიციარებს, ისე, რომ ამ დრომდე დადგენილი არა აქვს, გადაედო თუ არა ინიცირებულებიდან მის რომელიმე თანამშრომელს, ან ხომ არ გადასდეს რომელიმე ბენეფიციარს ვირუსი.”

აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ “ალიას” გარდა itar.ge-მ, Wnews-მ, GeoTime.fun-მა, Sport90-მა, Netsport-მა, NTV.ge-მ, Pirvelinews.com-მა, Digestpia-მ გამოაქვეყნეს. მასალა ასევე გაზიარდა სხვადასხვა საჯარო ჯგუფებში ინფორმაციის ( მაგალითად, ლოთები, dainteresdi.ge), და ინდივიდუალური პოსტების სახით (მაგალითად, საჯარო ჯგუფი, დედამიწის გარშემო). Crowdtangle-ის მონაცემების მიხედვით, 24-26 სექტემბრის მონაკვეთში სულ 37 პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც 5 163 ინტერაქცია ჰქონდა.

;

 

 

სხვადასხვა მედიების და სოციალური ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება და ამ მუხლების ჯანდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომლის ინფიცირებასთან დაკავშირება, მანიპულაციურია. განცხადება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები განზრახ აინფიცირებენ სხვებს, ხოლო სამინისტრო ამას არ ასაჯაროებს, კონსპირაციაა. 

კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უშვებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ვირუსი სხვისგან გადაედო, შეიძლება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს და მკურნალობის ნაცვლად დააპატიმრონ, რაც მანიპულაციაა და რეალობასთან და არსებულ პრაქტიკასთან შეუსაბამოა.

მოცემული მუხლით პირის გასამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ინფექციის გავრცელების, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევის განზრახვა და მოტივი იკვეთება. .

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის მიხედვით, თუ პირმა დამალა ან გააყალბა სიცოცხლისთვის საშიში ინფორმაცია და ამით ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდა, ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლში კი განხილულია ის შემთხვევა, როდესაც მოქალაქე არღვევს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ წესს და ამას მოჰყვება სხვა ადამიანის გარდაცვალება, მაშინ დამნაშავეს შეიძლება მიესაჯოს სამიდა შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ხოლო, 132 მუხლი ეხება სხვისთვის ისცოცხლისთვის საშიში დაავადების შეყრის საფრთხის შექმნას ან შეყრას და ეს შეიძლება დაისაჯოს 6 თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ორიდან ხუთ წლამდე კი ისჯება იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავემ წინასწარ იცოდა ადამიანის ორსულობის ან არასრულწლოვნების შესახებ.

სამივე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ ადამიანს მიესაჯოს პატიმრობა, მან:

  • გაცნობიერებულად და განზრახულად უნდა შეჰყაროს ვირუსი მეორე ადამიანს;
  • უნდა დამალოს/გააყალბოს სიცოცხლისთვის საშიში ინფორმაცია;
  • უნდა დაარღვიოს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესსი, რაც შეიწირავს ადამიანის სიცოცხლეს.

 


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist