სურს თუ არა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს კავკასიის კონფლიქტების გაყინვა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

28 ნოემბერს ვებ-საიტზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “აშშ-ს ჯონ ბოლტონი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდებს როგორიცაა, დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში”. სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნავს, რომ 2018-2019 წლებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მაკროსტრატეგიულ პოლიტიკას აშშ-მა ამ ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვით უნდა უპასუხოს.

"
tvalsazirisi.ge-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა დნესტრისპირეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. tvalsazirisi.ge-ს სტატიაში მოცემულია ბოლტონის ციტატა, რომელიც თავად უარყოფს სტატიის სათაურსა და პირველ აბზაცში გადმოცემულ შინაარსს. ბოლტონის თქმით, საერთაშორისო ყურადღება უნდა გაიზარდოს როგორც დნესტრისპირეთის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

27 ნოემბერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ტვიტერზე თავისი ავტორობით 19fortyfive.com-ზე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია გააზიარა. სტატიაში საუბარია რუსეთის გეგმებსა და ნატოს რეაგირებაზე.

ბოლტონის აზრით, პუტინს რუსეთის სამეზობლოში მაკროსტრატეგიული გეგმა აქვს და ნატოს აღმოსავლეთ საზღვარსა და რუსეთის დასავლეთ საზღვარს შორის მთლიანი “ნაცრისფერი ზონის” მზადყოფნას ამოწმებს. საუბარია როგორც უკრაინასა და ბელარუსზე, ასევე მოლდოვასა და კავკასიის რესპუბლიკებზე. სტატიაში ბოლტონი დნესტისპირეთის “გაყინულ კონფლიქტს”, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებსა და სომხეთთან კონფლიქტში მოსკოვის პრო-აზერბაიჯანულ ინტერვენციას ახსენებს და მათ “ნაცრისფერ ზონაში” კრემლის ჰეგემონური პოლიტიკის ნაწილად განიხილავს.

ბოლტონი დნესტრისპირეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების გაყინვისკენ კი არ მოუწოდებს აშშ-სა და ნატოს, არამედ, პირიქით, ამ კონფლიქტებზე მეტი ყურადღების გადატანისკენ. ბოლტონის განმარტებით, ნატომ უნდა ამოხსნას ე.წ. “გაყინული კონფლიქტები”, პრიორიტეტი უნდა იყოს პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებული ხელოვნული ერთეულის, დნესტრისპირეთის რესპუბლიკის გაქრობა, რადგან მოლდოვის სრულ გაერთიანების საკითხით მოსკოვზე ზეწოლა პუტინს უკრაინიდან ყურადღებას გადაატანინებს. კიდევ ერთი ყურადღების გადატანის ხერხი, ბოლტონის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე საერთაშორისო ყურადღების გაზრდაა. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი მრჩეველი წერს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმისას დასავლეთის მარცხმა რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია გამოიწვია.

tvalsazrisi.ge-ს სტატიაში დნესტრისპირეთის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ბოლტონის შემდეგი ციტატაა მოყვანილი : „აშშ-ს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს დნესტრისპირეთის, ხელოვნური სუბიექტის განადგურება, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი ყურადღების გაფანტვა შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილი ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს „ოკუპირებული რეგიონების“ მიმართ.”

მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ბოლტონის რეალური ციტატაა მოყვანილი, სათაური და სტატიის პირველ აბზაცში მოცემული ინფორმაცია მცდარია, რადგან ჯონ ბოლტონს კონფლიქტების გაყინვის მოწოდება არ ჰქონია.

გარდა ამისა, სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი სტატიის ბოლოს მანიპულაციურად აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. მართალია, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა არ არის და შესაბამისად, მასზე ხელშეკრულების მე-5 მუხლი, კოლექტიური თავდაცვა არ გავრცელდება, თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინას როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დახმარებას სთავაზობს. tvalsazrisi.ge-ს სტატია ცდილობს შექმნას კონტექსტი, თითქოს დასავლეთს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები არ ადარდებს და იქ არსებულ კონფლიქტებზე რეაგირება არ სურს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist