კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2
VIEWS

21 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის გადაკეცილ კუპირებზე სატანის გამოსახულებები ჩანს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ევროს სხვადასხვა კუპიურას გადაკეცილ მდგომარეობაში ანარეკლის შესაქმნელად სარკეს ადებენ. იგივე შინაარსის პოსტი Тhread-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა.

kupiurebi1 კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული

გავრცელებული პოსტი კონსპირაციული შინაარსისაა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროს კუპირებზე გამოსახულებები იმგვარად არის დატანილი, რომ გადაკეცვისა და საკეში ანარეკლის შექმნით მათზე ეშმაკი გამოისახოს. რეალურად ბანკნოტების უკანა მხარეს ევროკავშირის რუკაა დატანილი, კონკრეტულად კი ვიდეოში სკანდივნავიის ნახევარკუნძული და მისი ანარეკლი ჩანს.

ვიდეოში ბანკნოტების ევროპის სერიის ვერსიების უკანა მხარეს აჩვენებენ, რომლებსაც გადაკეცილ მდგომარეობაში სარკეს ადებენ რათა ანარეკლში “სატანის გამოსახულება” გამოჩნდეს. ვიდეო კონსპირაციული შინაარსისააა, ევროს ბანკნოტების უკანა მხარეს ერთსა და იმავე ადგილზე ევროკავშირის რუკა არის დატანილი და დეტალი, რომელიც ვიდეოში ჩანს, სკანდივანვიის ნახევარკუნძული და მისი სარკისებული ანარეკლია.

kupiurebi2 კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული

ეს დეტალი ყველგან ერთნაირად იმიტომ მეორდება, რომ ყველა კუპიურას მსგავსი დიზაინი აქვს და ევროკავშირის რუკა ბანკნოტების ქვედა მარცხენა მხარეს არის დატანილი.

kupiurebi3 კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული kupiurebi4 კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული

თემატურად ევროს ყველა კუპიურაზე ხიდებია დატანილი, ევროპის ხალხს შორის და ევროპასა და დანარჩენ სამყაროს შორის კომუნიკაციის სიმბოლოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკნოტების წინა მხარეს თაღები და ფანჯრებია გამოსახული, რაც სიმბოლურად ევროპის ღიაობის და თანამშრომლობას განასახიერებს.

kupiurebi5 კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროს კუპიურებზე სატანაა გამოსახული

შესაბამისად, ევროს ბანკნოტების დიზაინის თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამ დიზაინში რაიმე სატანისტური მნიშვნელობის ამოკითხვა კონსპირაციულია.

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სხვადასხვა თემაზე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციულ, მცდარ და კონსპირაციულ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist