იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6
VIEWS

15 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა,  ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის გათვალისწინებით მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველა. ამასთანავე, პოსტის ავტორის მტკიცებით გამოცემამ წარსულში ასევე იწინასწარმეტყველა ტერორისტული თავდასხმა კროკუსში, ომის დაწყება ღაზას სექტორში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის თარიღი. 

აღსანიშნია, რომ იდენტური ინფორმაცია 14 აპრილს ფეისბუქის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2, 3) მომხმარებლებმაც გაავრცელეს თანდართული ფოტოთი, რომელზეც ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებაა ასახული. ფოტოზე ვხედავთ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის. დამატებით, გარეკანზე დატანილია წარწერა: “აღმოსავლეთი ცეცხლში: ვინ გახდა რეგიონის ახალი მფლობელი?” ზოგიერთი პოსტი ფოტოს ჟურნალ The Economist-ის გარეკანად, სხვა შემთხვევებში კი გამოცემა Time-ის ახალი ნომრად წარმოაჩენს. პოსტების აღწერებში ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოცემებმა მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველეს, რასაც ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გამოიწვევს. 

economist1 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება? economist2 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება? economist3 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?

economist7 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?

გავრცელებული ფოტოები და ინფორმაცია, თითქოს დასავლურმა გამოცემებმა მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე, მცდარია მტკიცება, თითქოს წარსულში The Economist-მა ან Time-მა რუსეთში განხორციელებული ტერაქტი, ღაზაში ომის დაწყება და უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყების თარიღი იწინასწარმეტყველეს. 

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორმა”  როგორც The Economist-ის, ისე Time-ის საიტები და სოციალური ქსელები გადაამოწმა, სადაც გავრცელებულ გარეკანს და ინფორმაციას ვერ მიაგნო. 

ფეისბუქზე აღნიშნული პოსტებისა და ფოტოების გავრცელება რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ 14 აპრილის ღამით დაიწყო. ზოგიერთი მათგანი პოსტებს ტელეგრამის ლინკს ურთავს, რომელიც დახურულ ჯგუფ “The Экономист”-ს ეკუთვნის. უნდა აღინინოს, რომ ცნობილი ბრიტანული გამოცემის ვებ-გვერდზე, სადაც მათ საკუთარი ოფიციალური სოციალური ქსელების ანგარიშის ლინკები აქვთ მითითებული, არ ვხვდებით მათ ტელეგრამ ანგარიშს, რაც ამტკიცებს, რომ ზემოაღნიშნული ტელეგრამ არხი ოფიციალური არ არის. ასევე აღსანიშნია, რომ ამ არხზე მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს გარეშე გამოქვეყნდა და იმავე პოსტში მკითხველს ურჩევენ ირან-ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად რუსულენოვანი ტელეგრამ არხი “AZfront” გამოიყენონ. 

economist4 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?
The Economist-ის მიერ მითითებული სოციალური ქსელის ანგარიშების ლინკები
economist5 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?
ტელეგრამ არხის “The Экономист”-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი

ინფორმაცია, თითქოს The Economist-მა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები წინასწარ გამოიცნო, წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითად, 2023 წელს რუსეთის პირველი არხი აცხადებდა, რომ გამოცემამ კორონავირუსი, რუსეთ-უკრაინის ომი და ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვა იწინასწარმეტყველა. ამ ყველაფერს ისინი ჟურნალის სხვადასხვა წლების ყოველწლიური, საახალწლო გამოცემების განხილვით ხსნიდნენ. თუმცა, მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში ჟურნალისტებმა “გაანალიზეს” გამოცემის გარეკანი და მათი მტკიცებით დატანებული წითელი ფერი სისხლს, ომს და აგრესიას მიანიშნებს, რვა სექტორად დაყოფილი წრე კი სამიზნეა, რაც იარაღის გამოყენებას მიანიშნებს. რუსეთის პირველი არხის ეს თეორია ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება. The Economist-ის გამოცემის “მსოფლიო 2022 წელს გარეკანი უკავშირდებოდა ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესს,  ჰიბრიდული მუშაობის ფორმატის დამკვიდრებას, მეტავერსის განვითარებას, აფრიკული მოდის ბუმს და კოსმოსურ რბოლას. 

economist6 იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება?
The Economist- “მსოფლიო 2022 წელს”

The Economist-ის წინასწარმეტყველებებზე გავრცელებული კონსპირაციების შესახებ “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:

წყაროს შესახებ:

ანონიმური Facebook ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” შეთქმულების თეორიებს, ყალბ ინფორმაციასა და ფოტომანიპულაციებს სისტემატურად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

Facebook პროფილი “Davit Jebashvili” ანტიუკრაინულ და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს და ფოტო/ვიდეო ფაბრიკაციებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist