პოლიტიკა

“ტანკის კაცი” და “ასფალტის პროტესტანტი”, რომელმაც სპეცრაზმის შეჩერება ვერ შეძლო

19 ნოემბერი, 2019

1989 წლის 5 ივნისს ჩინეთში თიანანმენის საპროტესტო აქციები მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით დაშალა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. “ტანკის კაცი”, ამ სახელითაა ცნობილი ფოტოზე მდგარი მამაკაცი, რომელიც დარბევის შემდეგ ტანკს წინ დაუდგა. ტანკმა მამაკაცისთვის გვერდის ავლა სცადა, თუმცა ის პერიოდულად იცვლიდა პოზიციას, რომ შეეფერხებინა ტანკის მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო საერთაშორისო მასშტაბით პოპულარულია, ჩინეთში ის სახელმწიფო ცენზურას ექვემდებარება.

"

თბილისში 2019 წლის 18 ნოემბერს, სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქციის მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. მშვიდობიანმა მომიტინგემ, რომელიც სპეცრაზმის წინ ასფალტზე დაწვა, მათი შეჩერება ვერ შეძლო.

""
ფოტო:სერა ძნელაძე                                                ფოტო:იანა ყორბეზაშვილი/civil.ge