ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ცრუ მკურნალობა: შექმნა თუ არა ქართველმა ექიმმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი?

23 სექტემბერი, 2020

2020 წლის 20 სექტემბერს Tvalsazrisi.ge-მ გააზიარა 2020 წლის 9 მარტის  ინტერვიუ ზურაბ ქუმსიაშვილთან სათაურით “ზურაბ ქუმსიაშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი “Nano Silk” შექმნა!”. ინტერვიუში ნათქვამია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრის მეცნიერმა ზურაბ ქუმსიაშვილმა შექმნა პრეპარატი, რომელიც ეფექტურია კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ და  პრევენციული მიზნით. ინტერვიუში მითითებულია პრეპარატის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია და ასევე საკონტაქტო მონაცემები, პრეპარატის შეძენით დაინტერესებული პირებისათვის. 

;;

ზურაბ ქუმსიაშვილი:“ჩვენს ცენტრში შექმნილი “Nano Silk”-ი არის საუკეთესო ნანობარიერი ნებისმიერი ვირუსისთვის, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს ვირუსის მოხვედრას ჯანმრთელ უჯრედებში და აფერხებს ნებისმიერ ვირუსულ შეტევას…ეს საშუალებები შეიძლება გამოიყენოს ვირუსით დასნებოვნებულმაც და ჯანმრთელმა ადამიანმაც.”

Tvalsazrisi.ge-ზე გავრცელებული სტატია პოპულარიზაციას უწევს არარეგისტიტებული პრეპარატს და მისი გამოყენებით კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ეტაპზე არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის პრევენციას ან დაავადებისგან განკურნებაში დაგვეხმარება.

Tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუ არა მხოლოდ ზოგადად საუბრობს ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ შექმნილი მედიკამენტის მახასიათებლებზე, არამედ დეტალურად მიუთითებს პრეპარატის გამოყენების წესზე, დოზებსა და სიხშირეზე. ინტერვიუში მითითებულია ზურაბ ქუმსიაშვილის ცენტრის ოფისის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე Facebook გვერდის ბმული. არც ზურაბ ქუმსიაშვილი და არც  Tvalsazrisi.ge არაფერს ამბობს იმაზე, აქვს თუ არა პრეპარატს რაიმე სახის ლიცენზია ან სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის უსაფრთხოებას და ხარისხს, ან არის თუ არა პრეპარატი ოფიციალურად რეგისტრირებული. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სააგენტოს წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველომ “მითების დეტექტორს” უთხრა, რომ ზურაბ ქუმსიაშვილს აღნიშნული პრეპარატის, როგორც “კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალების” რეგისტრირებისათვის საერთოდ არ მიუმართავს. 

ანალიტიკური ხელსაწყო crowdtangle-ის მიხედვით Tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ბმულს 23 სექტემბრის მდგომარეობით 935 გაზიარება აქვს .

;

ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ კორონავირუსის საწინაღმდეგო პრეპარატის შექმნის შესახებ Tvalsazrisi.ge-მ ინფორმაცია პირველად 2020 წლის მარტში გაავრცელა. ზურაბ ქუმსიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ქართველი ექიმებიდან, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმედგო ცრუ პრეპარატების შექმნის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას და შეცდომაში შეყავდათ საზოგადოება. აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ იხილოს “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები: