ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ურჩევენ თუ არა დიდ ბრიტანელებს კორონავირუსით ნებაყოფლობით დაავადებას?

15 მარტი, 2020

14 მარტს sputnik-georgia-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “დაავადდით COVID 19-ით: ექიმი ხალხს ნებაყოფლობით ინფიცირებისკენ მოუწოდებს”. სტატია შეეხება 12 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩევლის, პატრიკ ვალანსის ბრიფინგს. სპუტნიკის ვერსიით, პატრიკ ვალანსმა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით კორონავირუსით დაინფიცირებისაკენ მოუწოდა. 

“თბილისი, 14 მარტი — Sputnik. კორონავირუსი COVID 19 შესაძლოა სეზონურ დაავადებად იქცეს და ამიტომ ბრიტანელებს ვურჩევ, დაინფიცირდნენ კორონავირუსით, რათა გამოიმუშავონ იმუნიტეტი, განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევემა, ექიმმა პატრიკ ვალანსმა, გადმოსცემს BBC.”

სტატიის სათაური და ციტატა მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბრიტანელებს განზრახ დაინფიცირებისკენ მოუწოდებენ. რეალურად დიდი ბრიტანეთის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა 12 მარტის გამოსვლაში თავდაპირველად კორონავირუსის შეკავების ფაზაზე ისაუბრა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ვინაიდან დაინფიცირების თავიდან არიდება შეუძლებელია, მომავალში თავდაცვისთვის იმუნიტეტის გამომუშავება იქნება სასურველი.  

12 მარტს საჯარო გამოსვლისას, რომელიც BBC-ის ეთერით გადაიცა, პატრიკ ვალანსმა დიდი ბრიტანეთში  ინფიცირებული ადამიანების რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულია დაახლოებით 590 ადამიანი, საიდანაც ინტენსიურ მკურნალობას 20 პაციენტი ექვემდებარებოდა.

ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩევლმა ისაუბრა კორონავირუსის პიკის პერიოდის გადაწევისა და მის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზაფხულისთვის ამ პროცესის გადავადებას, როდესაც ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური ნაკლებ დაკავებულია, ასევე იმას, რომ გავრცელების ფორმების შეცვლა აუცილებელია პროცესის მართვისთვის. 

პატრიკ ვალანსა: „ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა გახლავთ შემდეგი: პიკის პერიოდის გადაწევა და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ შემთხვევების ერთსა და იმავე პერიოდში დაფიქსირებისგან თავიდან აცილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურისთვის (NHS), რადგან საჭიროა იგი გაუმკლავდეს ყოველივე ამას და ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმედებები გადაავადებს შემთხვევებს ზაფხულის თვეებისკენ, როდესაც ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS) ნაკლებად დაკავებულია. ასე რომ, გავრცელების ფორმების შეცვლა გახლავთ ერთი მიზანი”.

ამ კონტექსტში პატრიკ ვალანსამ ხაზი გაუსვა მეორე საკითხს, იმუნიტეტის გამომუშავების აუცილებლობას, რაც ვირუსის გავრცელების გარდაუვალობით არის განპირობებული:

პატრიკ ვალანსა: “და მეორე, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საკითხი არ ეხება მოსახლეობის დაინფიცირების თავიდან არიდებას, ამის გაკეთება შეუძლებელია. შეუძლებელია მოსახლეობის დაინფიცირება შეაჩერო. და სხვათა შორის, ამის გაკეთება სასურველი არც გახლავთ, რადგან საჭიროა მოსახლეობაში არსებობდეს გარკვეული იმუნიტეტი. ჩვენ უნდა გვქონდეს იმუნიტეტი, რათა დავიცვათ საკუთარი თავები მომავალში“

სპუტნიკ-საქართველოს სტატიაში მოყვანილი ციტატა და სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვალანსა  დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას განზრახ დაინფიცირებისკენ მოუწოდებს. სტატიაში მოყვანილი ვალანსას სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილად არის მოყვანილი, ხოლო სპუტნიკის პერიფრაზი არ შეესაბამება იმ სიტყვებს, რომელიც მანს BBC-ის პირდაპირ ეთერში გრძელვადიან პერსპექტივაში იმუნიტეტის გამოუმუშავების პირობებში მოსახლეობის ვირუსისგან დაცვის მიზნით თქვა.

პატრიკ ვალანსამ ასევე ისაუბრა რისკ ჯგუფების - მოწყვლადი და ასაკოვანი ადამიანების - დაცვის აუცილებლობაზე, რადგან ისინი ახალი ვირუსის პირობებში ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე დგანან. 

იდენტური მასალა რუსულ მედიაში

"

პატრიკ ვალანსას გამოსვლა იდენტური ინტერპრეტაციით 13 მარტს Gazeta.ru-მაც გამოაქვეყნა. სტატიაში, სათაურით “როგორც აცრა: ბრიტანელებს კორონავიურისით დაავადება ურჩიეს” (Как прививка: британцам посоветовали заразиться COVID-19), საუბარია, თითქოს ვალანსამ გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას განზრახ დაინფიცირებისაკენ მოუწოდა. სხვა ვებ-გვერდებისაგან განსხვავებით, მხოლოდ და მხოლოდ gazeta.ru იყენებს ვიქტორ ლარიჩევის სახელსა და გვარს საეჭვოდ და მოჰყავს ციტატა, რომელიც ასევე სპუტნიკი-საქართველოს ავტორიც იყენებს მიმდინარე სტატიაში, რომ თითქოს სასურველია ბავშვებისა და ახალგაზრდების დაინფიცირება იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით.

Gazeta.ru -ს შესახებ

ვებ-გვერდი Gazeta.ru უკავშირდება რუს მილიარდერ ალქესანდრე მამუტს, რომლის შემოსავლები ფორბსის ინფორმაციით 2,4 მილიარდი აშშ დოლარია. მისი ძირითადი აქტივი რუსეთში ძვირფასი ლითონებისა და სამთო ჯგუფ პოლიმეტალში (Polymetal) 11%-იანი წილია. ის ასევე გახლავთ Rambler & Co-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფლობს ინტერნეტ მედიის რამდენიმე პროექტს, მათ შორისაა ახალი ამბების ვებ-გვერდი lenta.ru და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ამბების ვებ-გვერდი gazeta.ru. აღსანიშნავია, რომ Rambler & Co ასევე უკავშირდება რუს ოლიგარქს ვლადიმირ პოტანინს, რომელსაც სწორედ ალექსანდრე მამუტი და ვლადიმირ პოტანინი 2013 წლამდე ერთად მართავდნენ, სანამ პოტანინის წილებს მამუტი იყიდიდა. ვლადიმირ პოტანინის დღევანდელი ღირებულება ფორბსის მიხედვით 22.5 მილიარდი აშშ დოლარია.

Sputnik-საქართველოს შესახებ 


მოამზადა გუკა გუდაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი