ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

159
VIEWS

21 ივნისს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, თითქოს “მ-რნმ-ის გამომგონებლის” თანახმად, ვაქცინები სპაიკ-ცილას შეიცავს, რომელიც ყველგან აღწევს და ორგანიზმისთვის მავნებელია.

 

28 ივნისს ამავე თემაზე ფეისბუქ-პოსტი ანტივაქსერმა შორე შანიძემაც გამოაქვეყნა.;
პოსტებში “მ-რნმ-ის გამომგონებელს” რობერტ მალონს უწოდებენ, ის ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე სხვა მეცნიერებთან ერთად ნამდვილად მუშაობდა, თუმცა რეალურად კორონავირუსის რნმ ვაქცინების ტექნოლოგიას უნგრელი მეცნიერის კატალინ კარიკოს მუშაობა დაედო საფუძვლად. დეზინფორმაციაა მტკიცებაც, თითქოს რნმ ვაქცინების მიერ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკურია. სპაიკ ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა, ის ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს.

ვინ არის “მ-რნმ-ის გამომგონებელი”?

ადამიანი, რომელსაც პოსტებში “მ-რნმ-ის გამომგონებლად” მოიხსენებენ, რობერტ მალონია, რომელიც საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე წერს, რომ ის მ-რნმ ვაქცინების გამომგონებელია.

;
Google Scholar-ის მონაცემების მიხედვით, რობერტ მალონი ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე ერთ-ერთი პიონერი ნამდვილად იყო, ის იმ მრავალ მკვლევარს შორისაა, რომლებმაც 1990-იან წლებში რნმ-ის ისე გამოყენება სცადეს, რომ მას იმუნური სისტემისთვის შეტყობინება მიეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ მალონმა რნმ ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობა მიიღო, ის კორონავირუსის ვაქცინების დამზადებისას გამოყენებული მექანიზმის გამომგონებელი ნამდვილად არ არის. ერთადერთი წყარო, რომელიც მას ასე მოიხსენიებს მისი ვებ-გვერდი და საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშებია.

Institut Pasteur-ში რნმ ტექნოლოგიის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მკვლევრებმა ჟაკ მონოდმა და ფრანსუა ჯეიკობმა ამ მექანიზმის კონცეფცია ჯერ კიდევ 1961 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აჩვენეს, რომლითაც მათ ნობელის პრემიაც მიიღეს. თერაპიული მიზნებისთვის ამ ტექნიკის გამოყენება კი პირველად უნგრელმა მეცნიერმა კატალინ კარიკომ გადაწყვიტა. მან დრიუ ვაისმენთან ერთად მესენჯერული რნმ-ის ტრანსკრიფციასთან დაკავშირებული იმუნური რეაქციები პირველმა შეისწავლა. სწორედ 65 წლის კატალინ კარიკოს მრავალწლიანმა მუშაობამ ჩაუყარა საფუძველი დღევანდელ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინებს, ფაიზერსა და მოდერნას.

;
კატალინ კარიკო; ფოტო: CNN

როგორ მუშაობს სპაიკ ცილა?

პოსტებში აღნიშნულია, რომ ვაქცინები სპაიკ ცილას შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია, ეს მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან სპაიკ ცილას  უშუალოდ ვაქცინა არ შეიცავს, ორგანიზმი ვაქცინის მიღების შემდეგ სპაიკ ცილას თვითონ წარმოქმნის და არ არსებობს მტკიცებულება, რომ სპაიკ ცილის ეს მცირე რაოდენობა ორგანიზმისთვის საზიანოა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ინექციის ადგილას ანუ მკლავის კუნთში რჩება და სისხლის მიმოქცევით ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება. სწორედ მკლავის კუნთიდან კუნთოვან უჯრედებს მესენჯერული რნმ ვაქცინით ინსტრუქცია ეძლევა, რომ სპაიკ ცილა გამოიმუშაონ. ვაქცინის 1% კი, რომელიც სისხლში აღწევს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება.

თუმცა, აცრის შემდგომ მისი ქცევა განსხვავებულია და არ აქვს ისეთი მოქმედება, როგორიც ვირუსის მიმდინარეობის დროს. ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (savethechimps.org) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist