ვინ დაამუშავა პროგრამულად ამერიკელი ჯარისკაცის ფოტო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

260
VIEWS

26 იანვარს კრემლისტური გამოცემა News Front Georgia-ს ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა ფეისბუქ მომხმარებლის ნანა ჯულუხაძის მიერ გამოქვეყნებული ამერიკელეი ჯარისკაცის ფოტო გააზიარა. ფოტოზე, რომელსაც ტელეგრამ არხი NotaBene74  აწერია, ჯარისკაცს ვარდისფერი სამხედრო ფორმა აცვია, მაკიაჟი და საყურე უკეთია, პოსტის ავტორი კი კომენტარში რიტორიკულ კითხვას სვამს, თუ რამდენად შესაძლებელია  ბაიდენის ამ პოლიტიკით  აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. კომენტარს ჰომოფობიური კონტექსტი აქვს და ნიჰილიზმის დანერგვას ისახავს მიზნად, რომ ამერიკას, სადაც ჯარში ლგბტ თემის წარმომადგენლები მსახურობენ, ტერიტორიების აღდგენაში საქართველოს დახმარება და ღირსების აღდგენა არ შეუძლია.

;

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და  უკვე წლებია ჰომოფობიურ კონტექსტში ვრცელდება. ის ხშირად გამოიყენება ე.წ. MEME-ად, თუმცა ზოგჯერ თან ერთვის ინფორმაციულ სტატიებსაც. 

ფოტოზე პროგრამული კვალი მარტივად შეიმჩნევა, ბერეტი და მთლიანად უნიფორმა გაფერადებულია, ჯარისკაცს სახეზე მაკიაჟის ეფექტები ადევს, ხოლო მარცხენა მხარეს მკერდზე წარწერა, სადაც ოფიცრის გვარი უნდა ეწეროს, წაშლილია. რეალურად, აღნიშნული უნიფორმა აშშ-ის არმიის რეინჯერთა 75-ე პოლკს ეკუთვნის და ასე გამოიყურება:

;
რიჩარდ კლარკი, რეინჯერთა 75-ე პოლკი

TinEye-ს მონაცემებით პროგრამულად დამუშავებული ფოტო ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება. ის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული აღწერით და ხშირად ჰომოფობიური კონტექსტით ვრცელდებოდა, მათ შორის, აღნიშნული ფოტო სტატიაში გამოყენებული აქვს პრო-რუსულ გამოცემა “საქინფორმს”. გამოცემა სტატიაში წერდა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერები აშშ-ის შეიარაღებულ ჯარებში ვერ იმსახურებენ.

;

2017 წელს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მართლაც განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერ მოქალაქეებს აღარ მიიღებდა. აკრძალვა 2019 წლის აპრილში ამოქმედდა, თუმცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 25 იანვარს ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც აკრძალვა იხსნება. “პრეზიდენტი ბაიდენი თვლის, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს ბარიერი სამხედრო სამსახურისთვის და ამერიკის ძლიერება მრავალფეროვნებაშია” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist