ვლადიმირ პუტინი, როგორც მხატვრების მუზა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სგერგს
233
VIEWS

18 დოლარიანი კარიკატურებიდან მაღალ ხელოვნებამდე, ექსპრესიონიზმიდან აბსტრაქციამდე – როგორია თანამედროვე მხატვრების თვალით დანახული რუსეთის პრეზიდენტი?

2015 წელს მოსკოვსა და ლონდონში ვლადიმირ პუტინის 63-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა Путин Universe გაიმართა. მხატვრებმა პრეზიდენტის პორტრეტები გამოფინეს, რომლებზეც პუტინი სუპერგმირად, წმინდანად ან ისტორიულ პერსონაჟად არის გამოსახული.

ფოტოების წყარო: echo.msk.ru

მხატვრებისთვის პუტინი არამხოლოდ შთაგონების, არამედ – შემოსავლის წყაროცაა. ეს ნახატი სამხატვრო გალერეა სააჩიმ 3, 337 აშშ დოლარად გაყიდა. პორტრეტიდან პუტინი იდუმალი ღიმილით გვიმზერს, მისი მარჯვენა ხელის ზემოთ კი დედამიწა ჰაერში გამოკიდებულა. “ნახატი არ ასახავს ჩემს დამოკიდებულებას მოდელისადმი”, – გვარწმუნებს ავტორი.

"
წყარო: saachiart.com

თვალებით ჰგავს? ჰგავს. ცხვირით ჰგავს? ჰგავს. ესეც ვლადიმირ პუტინია, მხოლოდ –  აბსტრაქტული. მხატვარი ალექსანდრე ბორისოვი ნახატს გალერეა სააჩიზე 11,050 აშშ დოლარად ყიდის.

"
წყარო: saachiart.com

თუ სოლიდური თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გაქვთ, რუსეთის პრეზიდენტის უფრო დაბალბიუჯეტიანი პორტრეტის ყიდვას 18,99 აშშ დოლარად Aliexpress-ზე შეძლებთ. ამ პოლიტიკური ნახატის შესაქმნელად ზეთი და ტილო გამოიყენეს. პუტინის ხელი ჰაერში გაშეშებულა და დარტყმისთვის ემზადება, დარტყმის ობიექტი კი, არც მეტი არც ნაკლები, ნიკოლა სარკოზის უკანალია. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სახეზე აღბეჭდილი გამომტყველება ახნას არ საჭიროებს.

"
წყარო:aliexpress.com

სრულიად შიშველ პუტინს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში არ ნახავთ. რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტი “ნიუ” სტილში etsy.com-ე იყიდება.

"
წყარო: etsy.com

“მე დიპლომატი არ ვარ, არც მოსამართლე და არც პოლიტოლოგი…მე უბრალოდ ხელოვანი ვარ”, – გვაფრთხილებს ავტორი.

საინტერესოა, რას ფიქრობს სახვითი ხელოვნების ამ ნიმუშებზე რუსეთის პრეზიდენტი.

via GIPHY

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist