თვალსაზრისი

ჟურნალისტიკა საქართველოში: ყალბი ამბები და ოლიგარქები

17 იანვარი, 2020

შესავალი

ერთი შეხედვით, საქართველოს მებრძოლი და პლურალისტური მედია გარემო აქვს. თუმცა, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, პრესის რეალური თავისუფლების მხრივ ბევრ პრობლემას  დავინახავთ. ბევრი მედია გარედან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული1. იმის გამო, რომ ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მედია არ არსებოს, საზოგადოების მხრიდან უნდობლობა მაღალია2. აღნიშნული ანალიზი ცდილობს ნათელი მოჰფინოს არსებულ ვითარებას და განმარტავს შეფასებებს შორის არსებულ განსხვავებებს. 

შეჯამება

კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, როგორც ჩანს, საქართველო პრესის თავისუფლებისა და მებრძოლი მედია გარემოს კარგი მაგალითია. დიდი რაოდენობის მედია  საშუალებების არსებობა პლურალისტურ გარემოზე მიანიშნებს, მაგრამ თუ მას ახლოდან დააკვირდებით, ნათელ სურათს ლაქებსაც შეამჩნევთ. რუსეთიდან ორკესტრირებული ყალბი ამბების კამპანიების შემდეგ, გავლენიანი ოლიგარქების ფინანსური დახმარება ქვეყნის მედია გარემოს ჩამოყალიბებაში  განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მათი გავლენა დამოუკიდებელ გაშუქებას და ობიექტურ ჟურნალისტიკას დიდწილად აზიანებს. ექსპერტები საუბრობენ “ოლიგარქიულ პლურალიზმზე”. ეს ანალიზი კი საზოგადოებაზე აისახება: საზოგადოებაში მედიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

ანალიზი

1. “რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის” 

საქართველოში ხელისუფლება მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ქვეყანა გამოხატვისა და პრესის თავისუფლებისა კუთხით რეგიონში წამყვან პოზიციაზეა. არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც დროდადრო ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე გამოსწორდა3

ამის ერთ-ერთი მაგალითი არის “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” (RWB)  შეფასება. RWB პარიზში განთავსებული საერთაშორისო, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრესისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკურ ადვოკატირებას ეწევა.  RWB პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების რეიტინგს ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შეფასებების საფუძველზე ყოველწლიურად ადგენს და აქვეყნებს. ბოლო წლების მანძილზე რეიტინგში მხოლოდ საქართველო  მიიწევდა  წინ საკმაოდ სწრაფად.  2014 წელს საქართველო 84-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 180 ქვეყანას შორის ის მე-60 ადგილს იკავებდა. 

როგორც ჩანს, პოლიტიკური სტრუქტურა ღია საზოგადოების ზრდასა და შესაბამისად, პრესის თავისუფლების გაუმჯობესებაზე ახდენს ხაზგასმას. საქართველომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ის ევროსაბჭოს წევრია. ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც წესი, აფორმებს ქვეყანაში პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმების გატარების ვალდებულების სანაცვლოდ. ევროსაბჭო კი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის გაცხადებული მიზანი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა. 

განსაკუთრებით მაშინ, თუ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, როგორებიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი ან თურქეთი, ის იმედის შუქურად მოსჩანს. პრობლემა ის არის, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტური ღირებულებების კუთხით  ამ ქვეყნებში ძალიან ნეგატიური შედეგებია4.  

ჭეშმარიტად თავისუფალ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება5.  გიგა ბოკერია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო.  დღეს ის ოპოზიციური მოძრაობის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოკერია, რომელიც ადრე თავადაც  ჟურნალისტი იყო, ქვეყანაში არსებულ მდგომარებას შემდეგნაირად აფასებს: “ ჩვენ ხშირად რეგიონის მოწინვე ქვეყანას გვიწოდებენ. მე ასე ვიტყოდი: რთულია იყო წინა ხაზზე, როცა არავინ დარბის6.

2. ყალბი პლურალიზმი: მედია დონორებზეა დამოკიდებული

რა განაპირობებს შეფასებებს შორის განსხვავებას? სამართლებრივი კუთხით, საქართველოში   მედია კომპანიის დაარსება ძალიან ადვილია. ერთის მხრივ, ეს საკმარისად ბევრი მედია საშუალების არსებობას იწვევს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიხედვით, მიხედვით, ტელევიზია და ინტერნეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. NDI მიუკერძოებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში პარტნიორებთან დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის შემთხვევაში, კითხვარებიც და რესპოდენტებიც ინტერნეტს ფეისბუკთან აკავშირებენ - სოციალურ ქსელთან, რომელსაც საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს და რომელიც ინფორმაციის წყაროა გამოკითხულთა 21%-ისთვის, მეორადი კი დამატებით 25%-ისთვის. 

იკლ

მეორეს მხრივ, მედია საშუალებების საკმაოდ დიდი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ხარისხიანი გაშუქების მაღალი სტანდარტი დაცულია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები მოთხოვნადი პროდუქტია, საქართველოში ახალი ამბების მედია მომგებიანი ბიზნესი არ არის7. ამაში დავრწმუნდებით თუ, მაგალითად, სარეკლამო ბაზარს შევხედავთ. ეს ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯული თანხა 68 მლნ ლარიდან ($ 27.2 მლნ.) 56 მლნ ლარამდე ( $22 მლნ. ) შემცირდა. 2016-დან 2018 წლამდე 10-დან 6-მა სატელევიზიო კომპანიამ ბაზარზე დანაკარგები განიცადა8.

რადგან ბევრი მედია საქართველოში დაფინანსებით კუთხით გარე დონორებზეა დამოკიდებული9, მედია გარემო საქართველოში გაჯერებულია ყველა პოლიტიკური მიმართულებიდან შემოსული ფულით. შედეგად ვიღებთ ყალბ პლურალიზმს. სხვადასხვა აქტორები, რომლებიც პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში  ერთმანეთს ეჯიბრებიან, სხვადასხვა მედიას აფინანსებენ. ხშირად ასეთი მედიების მიზანი არა გაშუქების მაღალი სტანდარტის მიღწევა ან უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვაა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის ან ბიზნეს ინტერესების მხარდაჭერა10.  

"

ეს დემოკრატიული კი არა, ოლიგარქიული პლურალიზმია. პოლიტიკურ დონეზე ხალხს ეს გაცნობიერებული აქვს. ისინი ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებენ, რადგან  დარწმუნებულები არიან, რომ მედიის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად საზოგადოების მანიპულაციაა11.  

მედიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა

 მიკერძოებული გაშუქება საზოგადოების მხრიდან  შეუმჩნეველი არ რჩება. ამერიკული NDI-ის თანახმად, ქართული ინფორმაციის წყაროების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ნდობა დაბალია. მათი მიგნებებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ მოსახლეობის 68%-ის აზრით,  ყალბ ამბებს ქართული ტელევიზიები ავრცელებენ, 56%-ს სჯერა, რომ მათ ონლაინ მედია ავრცელებს, 51% კი ფიქრობს რომ -  ბეჭდური მედია.

NDI, ასევე, საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ყალბი ამბების კამპანიას დააკვირდა. მაგალითად, აშშ-ს მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიებს ავრცელებს,  ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს ან ნატო-ში ინტეგრაცია თურქეთის ბაზების საქართველოში განთავსებას ნიშნავს. NDI-ის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით  80 %-ს ამ ჭორების არ სჯერა, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი 40% კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის. 

მოქალაქეები ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთი (57%), ევროკავშირი (47%) და აშშ (45%) ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მათი ქვეყნების პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება. თუმცა, ქართველების 48%-ს სჯერა,  რომ ამ მიზნით რუსეთი ტყუილებს და ყალბ ინფორმაციას იყენებს, 25% ფიქრობს, რომ ევროკავშირი, 26% -ის აზრით კი აშშ არის ჩართული დეზინფორმაციაში. “ საზოგადოების მხრიდან მაღალი უნდობლობა იმასთან დაკავშირებით,  რომ ქართული მედია ზუსტ, სანდო ინფორმაციას ავრცელებს, მაუწყებლებისა და ჟურნალისტებისათვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი უნდა იყოს” - ამბობს ლორა თორნტონი, NDI-ის დირექტორი ქვეყანაში. “დეზინფორმაციის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიული პრაქტიკისა და ინსტიტუციების დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს, ინფორმაციული ერთიანობის დასაცავად და გასაძლიერებლად საჭიროა, საქართველომ სტრატეგიას მიმართოს”.12

დასკვნა

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველო იმედის შუქურად მოსჩანს, როდესაც საქმე მედიის თავისუფლებას ეხება. ამ შეფასებს არა მხოლოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ  საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად იმეორებენ. თუმცა, თუ უფრო ახლოდან შევხედავთ მედია გარემოს, განსხვავებულ სურათს დავინახავთ. აქ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა არ ესმით13. სამაგიეროდ, მედიების უმეტესობა კონკეტულ ინტერეს ჯგუფს წარმოადგენს. ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმის გამო, რომ მედიების უმრავლესობა მომგებიანი არ არის14.  მათ ხარჯის დასაფარად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე  რეკლამებიდან (ან სახელმწიფო დაფინანსებიდან ) შეუძლიათ მიიღონ. აქ კი  საგრანტო ორგანიზაციებიდან ან ბიზნესიდან შემოსული დონაციები ეხმარებათ. დაფინანსების ეს მოდელი მედია ორგანიზაციებს მიკერძოებული გაშუქების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. საზოგადოებას  ეს დილემა კარგად ესმის. საქრთველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებს. 


დანიელ ჰაინრიხი
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლლის Deutsche Welle-ის და გერმანიის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს Deutschlandfunk -ის ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს


1სტეფან მეისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
2სტეფან მეისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
3მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
4მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
5მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
6გიგა ბოკერია, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
7მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
8Center for Media, Data and Society
9მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
10მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
11სტეფან მეისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
12ლორა თორნტონი,  NDI
13სტეფან მეისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
14მამუკა ანდღულაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო