მითების დეტექტორის ლაბორატორია - VII ჯგუფი

1ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ამჟამად ნესტანი „სოლიდარული პლატფორმის“ წევრია, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს. ამასთან ერთად, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზისა“ წევრი და მისი სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოს რეგიონების განვითარებისკენაა მიმართულია. ნესტანი თავისი საქმიანობის გაგრძელებას აჭარის რეგიონში გეგმავს.

მომზადებული მასალები:

ასაჩივრებს თუ არა EMC მარნეულში კორონავირუსის გამო ქუჩების კურთხევას?

იძალადეს თუ არა ავტობუსის მძღოლზე იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსულმა მგზავრებმა?

"ლიკა ბუჩუნტელი

ლიკა ბუჩუნტელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და  სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს ფლობს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ლიკა საერთაშორისო უსაფრთხოების თემითაა დაინტერესებული და იკვლევს გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო ასპექტებს, თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების სპეციფიკას და მათ გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ამასთან ერთად, ლიკა აქტიურად მონაწილეობს არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში.

მომზადებული მასალები:

ვისი ხელწერაა News Front-ისა და Geworld-ის დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე?  

იცავენ თუ არა ლომები და ვეფხვები რუსეთს კორონავირუსისგან?

"ნიკოლოზ გვარიძიშვილი

ნიკოლოზ გვარიძიშვილი პატარძეულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეა. 2018-19 აკადემიური წელი FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ნიკოლოზს სურს თავისი მომავალი პროფესია ჟურნალისტიკასა და მედიის განვითარებას დაუკავშიროს.

მომზადებული მასალები:

არის თუ არა პუტინზე სპუტნიკ ტვ-ის დაფინანსებული აშოკ გუპტას წიგნი ამაზონზე ბესტსელერი?

მარიამნათია გიგატაძე

ნათია გიგატაძე “University of Westminster”-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პოლიტიკურ კონფერენციებსა და მოდელირებებში; ასევე ჩართული იყო მოხალისეობრივ საქმიანობაში, ადგილობრივ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად. ამჟამად ნათია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტია. 

მომზადებული მასალები:

tvalsazrisi.ge-ის ვიდეომანიპულაცია: რა არის ასახული ვიდეოზე, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ გაჩნდა Covid-19?

nhეთო გლურჯიძე

ეთო გლურჯიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნიევრსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2019 წელს გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბეიჯინგში, ჩრდილო ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით, 2017 წლიდან კი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, “EU neighbour east”-ის პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია,  ახალგაზრდებს გააცნოს ევროკავშრის ღირებულებები და შესაძლებლობები. 

მომზადებული მასალები:

გამოიგონეს თუ არა ამერიკელმა მეცნიერებმა Covid-19-ის ვაქცინა?

ანანინო გოგმაჩაძე

ნინო გოგმაჩაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტია. სწავლობს ანიმაციას და დაინტერესებულია ციფრული მედიით. ნინოს ასევე აინტერესებს მედიაწიგნიერების სფეროს შესწავლა და სურს ასწავლოს სხვასაც, როგორ იყოს დაცული ინტერნეტში დეზინფორმაციისგან.  

მომზადებული მასალები:

საშიშია თუ არა ვიდეო „მარტინელლი“ და რა უნდა ვქნათ, თუ WhatsApp-ში გამოგვიგზავნიან?

1qქეთევან დვალი

ქეთევან დვალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი ინტერესის სფეროები საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში, საზაფხულო სკოლებსა და ვორქშოფებში. ამას გარდა, დაინტერესებულია გერმანული ენის შესწავლითა და მხატვრული ლიტერატურით.

დმანია ზალალიანი

მანია ზალალიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. დაინტერესებულია სამოქალაქო ჟურნალისტიკით და დოკუმენტური კინოგადაღებით. ამჟამად მუშაობს დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ნინოწმინდაში არსებულ სპეციპიკურ საკითხებზე, ამასთან არის რეგიონალური სამეწარმეო ტრენერი.

დთამთა თავართქილაძე

თამთა თავართქილაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის ფაკულტეტის პირველ კურსის სტუდენტია. აკადემიური საქმიანობის გარდა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. თამთა მონაწილეობას იღებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“  პროექტში "თავისუფლების სკოლა”. თვლის, რომ ინფორმაციის მიწოდების სწორი და ეფექტური გზების ცოდნა ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

მომზადებული მასალები:

რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა Progressnews და Hotnews-ის კონსპირაციები COVID-19-ზე? 

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

ედეა მარგველაშვილი 

დეა მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ფილოსოფიის მიმართულებით. დეა დაინტერესებულია სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით და მონაწილეობს არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ფილოსოფიასთან ერთად, დაინტერესებულია კულტურათა კვლევებით, კინემატოგრაფიითა და მხატვრული ლიტერატურით.

მომზადებული მასალები:

გადადის თუ არა კორონავირუსი ნაღდი ფულით?

21ნათია მახარაძე

ნათია მახარაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების დიდაქტიკის მაგისტრია. ამჟამად ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“, მუშაობს პედაგოგებთან სკოლის ახალი კურიკულუმის შექმნასა და დანერგვაზე. სამი წლის განმავლობაში იყო ისტორიის მასწავლებელი კერძო სკოლა „IB-მთიებში“. დაინტერესებულია, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლებით. 

მომზადებული მასალები:

გამოიგონეს თუ არა აშშ-ში კორონავირუსის წამალი?

12ნესტან რატიანი

ნესტან რატიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია ამერიკის ისტორიით და არის ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრია. ნესტანი მონაწილეობას იღებს არაფორმალური განათლების ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა დებატები, იმიტირებული სასამართლოები და “რა, სად, როდის?”.

მომზადებული მასალები:

აკრძალეს თუ არა კორონავირუსის გამო ბელგიაში ჯგუფური სექსი?

"ელლადა რიზაევა

ელლადა რიზაევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინტერვიუერი ქვემო ქართლში, შინამეურნეობისა და ქალების, კაცებისა და ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებზე. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით და სხვადასხვა დროს თანამშრობლობდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფართან”.

"ნიკა რომანაძე

ნიკა რომანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ნიკა სწავლობდა “კონრად ადენაუერის ფონდის” პოლიტიკურ აკადემიაში, ასევე ჩართული იყო “EECMD-აღმოსავლეთ ევროპის მულტიპარტიული დემოკრატების” დემოკრატიის სკოლისა და “Drive democracy” პროექტებში. მომზადებული აქვს პროექტი: “Media detector”, რომელიც ყალბ ამბებთან ბრძოლას ეძღვნებოდა.

"თეონა სეხნიაშვილი

თეონა სეხნიაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ფლობს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. ამასთან, თეონა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი. სტაჟირება აქვს გავლილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში”, “ლევან მიქელაძის ფონდსა” და “ფრიდრიხ-ებერტის ფონდში”. ამჟამად თეონა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

"ხატია სტურუა

ხატია სტურუა საზოგაოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. ხატიას სტაჟირება აქვს გავლილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე იყო სასაზღვრო პოლიციის კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის ანალიტიკოსი შინაგან საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროსთან ერთად დაინტერესებულია ჟურნალისტიკით.

"მედეა სულამანიძე

მედეა სულამანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „EIP – Education is Power” არაფერომალური განათლების პროექტების ორგანიზებაზე. დაინტერესებულია ჟურნალისტიკით, ანთროპოლოგიით და სოციალური ფსიქოლოგიით. საბაკალავრო კურსის ფარგლებში მუშაობს საბჭოთა ისტორიის კულტურული და პოლიტიკური ასპექტების კვლევაზე.

"გოგა ქათალანძე

გოგა ქათალანძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. გოგა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური განათლების საბჭოს“ თანადამფუძნებელი, “მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრისა” და “დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტის” წევრი და პროექტების ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს, გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (UGRAD) და ირლანდიის რესპუბლიკაში (Erasmus + ICM).

მომზადებული მასალები:

უშლის თუ არა ხელს აშშ-ის სანქციები ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას?

qნიკა შეყელაძე

ნიკა შეყელაძეს დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა სეგედის უნივერსიტეტში, უნგრეთში და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი აკადემიური წლით სწავლობდა საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობებს ლინშოპინგის უნივერსიტეტში, შვედეთში. ამჟამად ნიკა ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია. გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტში. მისი ინტერესის სფერო მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მომზადებული მასალები:

ბიოლოგი თუ ესპანელი პარლამენტარი? ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა

qანა ჩიქოვანი

ანა ჩიქოვანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად ჩართულია GDI-ისა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივ პროექტში, რაც ითვალისწინებს საქალაქო სასამართლოს მონიტორინგს. დაინტრესებულია სამოქალაქო აქტივიზმით. 

მომზადებული მასალები:

საპატრიარქოს Error-ი: დაჰაკეს თუ არა საპატრიარქოს საიტი? 

qთამარ ჩხიკვაძე

თამარ ჩხიკვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტია და ფლობს ფილოლოგიის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრის ხარისხი. თამარი ამჟამად „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ მუშაობს. მონაწილეობა მიუღია არაფორმალური განათლების არაერთ პროექტში და გავლილი აქვს სტაჟირება ჟურნალისტიკის, განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და სამოქალაქო აქტივობებში და დაინტერესებულია ისეთი თემებით, როგორებიცაა: ეკოლოგია, განათლების სფერო და სახელმწიფო უსაფრთხოება.

მომზადებული მასალები:

არის თუ არა სისხლის II ჯგუფი ან დადებითი რეზუსი უფრო დაუცველი კორონავირუსის მიმართ?

qთამარ ხმიადაშვილი

თამარ ხმიადაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და ხშირად იღებს მონაწილეობას სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში. ბეჭდური მედიის სასწავლო კურსის ფარგლებში, თამარი იყო სტუდენტური სასწავლო გაზეთის ნომრის რედაქტორი. 

მომზადებული მასალები:

გამოიგონეს თუ არა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წამალი? 

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?