მითების დეტექტორის ლაბორატორია - VIII ჯგუფი

1

 

 

ნარმინ აივაზოვა

ნარმინ აივაზოვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების.  იგი ამჟამად პლატფორმა „Salam-ის” PR-ის წარმომადგენელია, ამასთან  „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის” ერთ-ერთი მსმენელი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) მონაწილე. ნარმინმა ასევე  მონაწილეობა მიიღო IREX-საქართველოს მედიაწიგნიერების პროექტის სასწავლო პროგრამის „ისწავლე, რათა ამოიცნოს“ კასკადურ  და მასტერ ტრენერების ტრენინგში. 

მომზადებული მასალები:


"მარიამ ბერია

მარიამ ბერიამ 2014 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო 2019 წელს გახდა განათლების ადმინისტრირების მაგისტრი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სეუ). 2019 წლიდან მარიამი ასწავლის სამოქალაქო განათლებას ბოლნისის რაიონის ორ საჯარო სკოლაში. ამასთან, გავლილი აქვს IREX-საქართველოს მედიაწიგნიერების ტრენინგი “ისწავლე რათა ამოიცნო”.

მომზადებული მასალები:


"გიორგი ბეროშვილი

გიორგი ბეროშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია. გიორგი არის ჩართული “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის” პროექტებში. ასევე, გავლილი აქვს სტაჟირებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსში. ამჟამად, გიორგი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო განვითარების პროექტებში. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნები და რუსეთის საგარეო პოლიტიკა. 

მომზადებული მასალები:


მარიამედგარ ბრუტიანი

ედგარ ბრუტიანი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი. ედგარი სწავლობს შორეული აღმოსავლეთის, კერძოდ, ჩინეთის მიმართულებით - შეისწავლის ჩინურ ენას, კულტურას, ისტორიას, პოლიტიკას და მის მიმართებას რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. ჩინურის გარდა ედგარი ფლობს ქართულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მომზადებული მასალები:

ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას?

რამდენად სანდო წყაროს იშველიებს მარეგულირებლის კრიტიკა მედიის გასაკრიტიკებლად?

აპატიმრებენ თუ არა მამაკაცთა 80%-ს ოჯახური ძალადობის გამო საქართველოში?

როგორ აკავშირებენ კოვიდ-19-ის აცრას, კვანტურ ტატუს და მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებას?

იგეგმება თუ არა სეზონური გრიპის სავალდებულო აცრები და ვინ აკავშირებს მას COVID-19-თან?


nhგიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე მასაჩუსეტსის კლარკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციოლოგიის მიმართულებით. გიორგი დაინტერესებულია დემოკრატიზაციის და გლობალიზაციის პროცესით და თავისებურებებით პოსტ-კომუნისტურ და პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში. აქვს პოლიტიკის დოკუმენტების და ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება.

მომზადებული მასალები:

შეწყვიტეს თუ არა NDI-იმ IRI-იმ კვლევები “პატრიოტთა ალიანსის” კამპანიის შედეგად?


ანავანო გომურაშვილი

ვანო გომურაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად ვანო არის სამოქალაქო მოძრაობა #შეცვალე-ს წევრი და ბლოგერი.
ვანო აქტიურად ახორციელებს თანატოლგანმანთლებლობის ტრენინგებს სხვადასხვა სკოლებსა თუ ორგანიზაციებში და დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმით.

მომზადებული მასალები:


1qბესიკ გოჩიაშვილი

ბესიკ გოჩიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. იგი დაინტერესებულია ისტორიით,  პოლიტიკითა და საზოგადოებრივი მეცნიერებებით. ბესიკი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ წევრი.

მომზადებული მასალები:

რა ვერ დათვალა ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა?

ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას?


დვანო გურეშიძე

ვანო გურეშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ვანო დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით, აქტიურად იღებს მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში და სურს სიღრმისეულად შეისწავლოს ჰიბრიდული ომის მექანიზმები და მასთან გამკლავების საუკეთესო  გზები.

მომზადებული მასალები:


დმიხეილ ვალაშვილი

მიხეილ ვალაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს ადამიანის უფლებებს, საჯარო სამართალსა და საერთაშორისო პოლიტიკას. გიორგი ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის „ფედერალისტთა კლუბის“ წევრი, ხოლო უნივერსიტეტის პარალელურად „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS), პოლიტიკის აკადემიის სტუდენტი. აქვს პირადი ბლოგი, სადაც პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა პუბლიკაციებს ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ.

მომზადებული მასალები:


ენინო კალაძე

ნინო კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ნინო ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში და იქ მიღებულმა ცოდნამ მისი ინტერესის სფეროს არჩევას შეუწყო ხელი. ნინო იკვლევს ისეთ თემებს როგორებიცაა, საერთაშორისო დახმარება განვითარებისთვის, რბილი ძალა და განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსული პროპაგანდით. მას აგრეთვე აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და უსაფრთხოების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

მომზადებული მასალები:


21გიორგი კაციაშვილი

გიორგი კაციაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ამჟამად დასაქმებულია პოლიტიკურ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ანალიტიკოსად და ხალხთან კომუნიკაციების განყოფილების უმცროს სპეციალისტად. ამას გარდა, გიორგი არის „საქართველოს შრომის ორგანიზაციის“ თანადამფუძნებელი. იგი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში.

მომზადებული მასალები:


12ანა კეკოშვილი

ანა კეკოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად სტაჟირებას გადის Forbes Woman Georgia-ში და აპირებს, რომ სამომავლოდ უფრო აქტიურად ჩაერთოს ჟურნალისტიკურ საქმიანობაში. ანა გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ტარტუს უნივერსტეტში, ესტონეთში, და ლიმერიკის უნივერსიტეტში, ირლანდიაში. მისი ინტერესის მთავარი სფეროებია ისტორია და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები.

მომზადებული მასალები:


"ეთერ კოტიკაძე

ეთერ კოტიკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კულტურის კვლევათა ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების მაგისტრია. განსაკუთრებით დაინტერესებულია რელიგიით, როგორც იდენტობის მსაზღვრელით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. იკვლევს ქართველ მუსლიმთა თანამედროვე მდგომარეობას ქვეყანაში, ასევე დაინტერესებულია მრავალეთნიკური ქართველი ერის ფორმირების პროცესით, ისტორიული კონტექსტით, მე-19 საუკუნის შემდგომ. ბოლო ერთი წლის მანძილზე სწავლობს მედიაკომუნიკაციებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროს სსიპში.

მომზადებული მასალები:


"ნენი მარსაგიშვილი

ნენი მარსაგიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და გერმანიაში სხვადასხვა არაფორმალურ და მოხალისეობრივ აქტივობებსა და პროექტებში. 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გაიარა სტაჟირების პროგრამა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ამჟამად, დაინტერესებულია გენდერის კვლევებით და მომავალ პროფესიულ განვითარებას მოცემულ სფეროს უკავშირებს.

მომზადებული მასალები:

რა უჯდება საქართევლოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა და გვეხმარება თუ არა აშშ?

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსი და რა ინტერპრეტაციები ვრცელდება ახალი კანონის შესახებ?


"მარიამ მინდიაშვილი

მარიამ მინდიაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მარიამს სურს თავისი მომავალი პროფესია საერთაშორისო ურთიერთობებს დაუკავშიროს. 

მომზადებული მასალები:

როგორ გააწითლა საბჭოთა კავშირმა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა?


"მარიამ ნებიერიძე

მარიამ ნებიერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მარიამი დაინტერესებულია ადამიანის უფლებების საკითხებით, იკვლევს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს და ამზადებს ანალიტიკურ სტატიებს.

მომზადებული მასალები:

სად არის დამზადებული ლენინის 0-ევროიანი ბანკნოტი და როგორ უნდა დავამზადოთ უფასო ფული?

არიან თუ არა ქართველები “საცდელი ბოცვრები” ბრიტანული ვაქცინისთვის?

როგორია დაკარგული/გატაცებული ბავშვების სტატისტიკა აშშ-ში და რა ვიცით “ფრანკლინის სკანდალის” შესახებ?

დეზინფორმაცია McDonald’s-ის შესახებ სატირულ პირველწყაროს და ყალბ ფოტოებს ეყრდნობა


"ანნა უნგიაძე

ანნა უნგიაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მეცნიერებებითა და მხატვრული ლიტერატურით. ამჟამად გადის სტაჟირებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თბილისის ოფისში. 

მომზადებული მასალები:


qთამარ ჩხარტიშვილი

თამარ ჩხარტიშვილი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიტვა) აღმოსავლეთმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. სტაჟირება გაიარა აშშ-ს საელჩოში საქართველოში, კერძოდ, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოში. დაინტერესებულია შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით, უსაფრთხოების, მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებით. 2017 წელს მოიპოვა ჩინეთის მთავრობის სტიპენდია და ჩაირიცხა ჭეძიანის უნივერსიტეტის (ხანჭოუ, ჩინეთი) 1-წლიან ჩინური ენის კურსზე. მომავალში სწავლის გაგრძელებას გეგმავს სინოლოგიის კუთხით.

მომზადებული მასალები:

სიკვდილის ღმერთი ანუბისი თუ მილკბილა?

არის თუ არა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ზე უკეთსი?

საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

რომელი ქვეყნები ლიდერობენ კიბერთავდასხმებში?

როგორ აკავშირებენ 5G-ს ხეების ხმობასთან, დაავადებებთან და ოჯახში ძალადობასთან?


qნინო ციხელაშვილი

ნინო ციხელაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად ნინო არის "გენერალ მაზნიაშვილი ახალგაზრდულ ლეგიონისა" და "თავდაცვის საინფორმაციო ლეგიონის" მოხალისე. დაინტერესებულია უსაფრთხოების სფეროთი, როგორც სამხედრო, ასევე საინფორმაციო თვალსაზრისით. ამასთან, ნინო არის  ორგანიცაზიის "საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის" წევრი.

მომზადებული მასალები:

რისთვის აშენებენ ნიდერლანდებში “ჭკვიან სახლებს” და აქვს თუ არა მას კავშირი 5G-სთან?

ყველაფერი ყარსის ხელშეკრულების და თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ


qნატალია ჭამიაშვილი

ნატალია ჭამიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენდიკოტის კოლეჯისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული. ნატალია უძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია - მოხალისეთა ჰაბს და ქალთა ქსელს - W4W. ამასთან, არის ახალგაზრდა ევროპელი. ნატალია განსაკუთრებით დაინტერესებულია გენდერის კვლევითა და ქალთა უფლებებით.

მომზადებული მასალები:


qმზიური ჭაღოშვილი

მზიური ჭაღოშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2017 წელს მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში. ამჟამად იგი არის  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, საჯარო მმართველობის მიმართულებით. დაინტერესებულია პოლიტიკური მარკეტინგით და რუსული პროპაგანდის საკითხებით, ამავდროულად მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი.

მომზადებული მასალები:

უკავშირდება თუ არა გრიპზე და პნევმოკოკზე აცრა იტალიასა და ესპანეთში ხანდაზმულთა გარდაცვალებას?


"ირაკლი ხუჭუა

ირაკლი ხუჭუამ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს მოიპოვა. იგი არის მოხალისეთა ჰაბის თავმჯდომარე და აქტიურად მონაწილეობს მოხალისეობის განვითარებაში საქართველოში. ამასთან, ირაკლი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და დაინტერესებულია საქართველოში ევროპული ღირებულებების გავრცელებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებით. ირაკლის ხუჭუას ინტერესის სფეროს ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოგიებიც წარმოადგენს, იგი ხელოვნური ინტელექტის საკონსულტაციო კომპანია MaxinAI-ში მუშაობს.

მომზადებული მასალები:


qგურამ ჯაჯანიძე

გურამ ჯაჯანიძე 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი. ამავე წლიდან იგი ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციების - „ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა“ და „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის“ საქმიანობაში. 2019 წელს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის - „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ ეგიდით გამართული მოხალისეობრივი პროგრამით იმყოფებოდა ლატვიაში, ქალაქ ვალმიერაში. 2019 წელს გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი გაცვლითი პროგრამა Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD)-ის ფინალისტი და 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლობდა სამხრეთ კაროლინაში, Presbyterian College-ში.

მომზადებული მასალები:

დაიშალა თუ არა სსრკ საბჭოთა ხალხის “ნების საწინააღმდეგოდ”?