ინფოგრაფიკა

დეზინფორმაცია: ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აშშ-ს არ დაუფინანსებია

ნიკარაგუა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მოიცავს როგორც USAID-ის, ასევე აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაწეულ დახმარებებს, 2001-2015 წლებში ნიკარაგუამ აშშ-სგან 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

ვენესუელა 

USAID-ის ინფორმაციის მიხედვით, ვენესუელამ 2001-2015 წლებში აშშ-ისგან 699 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

ნაურუ 

იმავე მონაცემების თანახმად, 2010-2015 წლებში ნაურუს აშშ-ისგან 1 მილიონი ამერიკული დოლარის სხვადასხვა დახმარება აქვს მიღებული.

იხილეთ ინფოგრაფიკა