ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი, კვლევის ანგარიში 2015

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

109
VIEWS

4საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 6 სექტემბერს „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგია” დაამტკიცა. სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველსაყოფად ყოველწლიურად ხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგია, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, შესაბამისი სამოქმედო გეგმები საერთაშორისო კონტექსტისა და მედია გარემოს გათვალისწინებით. ასევე კვლევის მთავარი მიგნებების საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები.

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგია როგორც გარე აქტორების, ასევე საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაზეა გათვლილი, თუმცა წინამდებარე ანგარიში მხოლოდ შიდა კომუნიკაციის ასპექტებს მიმოიხილავს.

ანგარიში შედგება ორი ნაწილისგან: I ნაწილში მიმოხილულია საერთაშორისო კონტექსტი და მედია გარემო: 1.1. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა, რომლის სამიზნე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და რუსეთია. 1.2. აღნიშნული თავი ასევე ფარავს ქართული მედია გარემოს თემატიკას, ონლაინ პლატფორმის „მითების დეტექტორის” ფორმატში გამოვლენილ ძირითად ანტიდასავლურ გზავნილებს, ასევე სატელევიზიო მედიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკის ასახვას. II ნაწილი ევროინტეგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასებას მოიცავს ხელისუფლების ხედვის და მისი გზავნილების თანმიმდევრულობის, მიზნების და კომუნიკაციის ფორმების, კოორდინაციის, მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების საკითხების ჩათვლით. ცალკე არის გამოყოფილი აქტივობები და გზავნილები, რომლე ბიც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის ხელშესახები და რეალური მიზნების მიღწევის მიზნით ხორციელდება. კვლევასთან ერთვის რეკომენდაციები, რომლებიც ევროინტეგრაციისა და კომუნიკაციის თემაზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა.

გამოცემის თარიღი: მაისი, 2016
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
ავტორი: თამარ კინწურაშვილი
მკვლევარები: დალი ქურდაძე, ზურაბ წურწუმია, ნინო იმედაშვილი

ბმული: ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი, კვლევის ანგარიში, 2015

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist