8 მარტი, 2019

მანიპულაცია, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მშობლებს ბავშვის რელიგიურ აღზრდას უკრძალავს

2019 წლის 4 მარტს, ონლაინ-გამოცემამ “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა სტატია , სათაურით „ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომლის საფუძველზეც მშობლებს შეიძლება ბავშვისთვის დაყვირება ან ყურის აწევა აეკრძალოთ, ხოლო ბავშვისთვის რელიგიური ნორმების ქადაგება მათთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდებად ჩაითვალოს.“ “ალტ-ინფოს” მტკიცებით,...
21 დეკემბერი, 2018

“ალტ-ინფოსა” და Breitbart-ის მანიპულაცია სანტა კლაუსის შესახებ

2018 წლის 17 დეკემბერს, ულტრანაციონალურმა ონლაინ გამოცემა “ალტ-ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “ამერიკელების 27% ემხრობა, რომ სანტა კლაუსი ქალად ან “გენდერულად ნეიტრალურ” პერსონაჟად გადააკეთონ”. ულტრამემარჯვენე ვებ-პორტალ Breitbart-ის სტატიაზე დაყრდნობით “ალტ-ინფო” ამტკიცებს, თითქოს კომპანია Graphics Springs-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების...
20 თებერვალი, 2019

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს Youtube არმოწონების ღილაკს “ლიბერალური პროპაგანდის” დასაცავად აუქმებს

2019 წლის 17 თებერვალს, ულტრა-ნაციონალისტურმა გამოცემამ “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა სტატია , სათაურით “მას შემდეგ, რაც YouTube-ზე ჯილეტის ფემინისტური და თვითონ YouTube-ის ადმინისტრაციის ლგბტ პროპაგანდის შემცველმა ვიდეოებმა უზარმაზარი რაოდენობის არმოწონების შეფასებები დაუმსახურა, YouTube არმოწონების ღილაკის გაუქმებაზე ფიქრობს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ Youtube-ის არმოწონების...
20 მაისი, 2019

ფეისბუქმა 4 ულტრა-ნაციონალისტური ქართული გვერდი დაბლოკა

17 მაისს გაუქმდა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ხშირად ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციებს აქვეყნებდნენ. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები...
6 დეკემბერი, 2018

ალტ-ინფო  Google-ის დეზინფორმაციასთან ბროლის ინიციატივას მანიპულაციურად აშუქებს

2018 წლის 6 დეკემბერს ინტერნეტ-გამოცემა ალტ-ინფომ გამოაქვეყნა სტატია , სათაურით “Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად, Google-ის თანამშრომლები მსჯელობდნენ, როგორ შეემცირებინათ საძიებო სისტემაში კონსერვატიული მედიების ხილვადობა”. ალტ-ინფო ამერიკულ ვებ-გვერდ the Daily Caller -ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კონსერვატიული მედიის წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება...
25 თებერვალი, 2019

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს შოტლანდიაში ტრანსგენდერი ქალი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლეს

2019 წლის 20 თებერვალს ინტერნეტ-გამოცემამ „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “შოტლანდიაში ტრანსგენდერმა კაცმა, რომელიც თავს ქალად აცხადებს, საზოგადოებრივ ტუალეტში 10 წლის გოგოს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ მოსამართლემ ის გაათავისუფლა”. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ერთი თვის წინ იგივე პირმა საზოგადოებრივ ტუალეტში 12 წლის...
27 დეკემბერი, 2017

2017 წლის ტოპ 3 ტყუილი შობისა და ახალი წლის შესახებ

შობისა და ახალი წლის აღნიშვნის შესახებ ტყუილები 2016 წლის მსგავსად წელსაც ვრცელდება, რომელთა მიზანი უმეტეს შემთხვევებში ანტი-მუსლიმური და ანტი-მიგრაციული განწყობების გაღვივებაა. “მითების დეტექტორი” წარმოგიდგენთ 2017 წლის ტოპ 3 ტყუილს შობისა და ახალი წლის შესახებ.
12 სექტემბერი, 2018

ალტ-ინფოს მანიპულაცია რელიგიური და სექსუალური იდენტობებით

2018 წლის 30 აგვისტოს ულტრამემარჯვენე პორტალმა „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია , სათაურით “აშშ-ის ქალაქ ბოსტონის ხელისუფლება უარს აცხადებს მერიის შენობაზე ქრისტიანული დროშის აღმართვაზე მაშინ, როცა იქ ლგბტ დროშის აღმართვა მიღებული პრაქტიკაა”. მასალაში აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია Camp Constitution-ის დირექტორმა, ჰაროლდ შარტლიფმა,...
6 ივლისი, 2018

ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ფეისბუქმა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფება Generation Identity უმიზეზოდ დაბლოკა

30 ივნისს, ულტრამემარჯვენე პორტალმა „ალტ-ინფო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ფეისბუქმა ანტი-საიმიგრაციო ევროპული მოძრაობა Generation Identity-ის ყველა განყოფილების გვერდები დაბლოკა.” მასალაში ნათქვამია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ ბრიტანეთში, ა
4 სექტემბერი, 2019

ალტ-ინფო

ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს მანიპულაციური ხასიათის სტატიებს, რაც ნიშნავს, რომ იგი მკითხველს ინფორმაციას შერჩევით, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე აწვდის. პროპაგანდის ეს მეთოდი “კარტების დაწყობის” სახელითაა ცნობილი, რაც გულისხმობს, რომ მასალა ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტები შერჩევითაა მიწოდებული ან არსებითი ინფორმაცია გამოტოვებულია. მითების დეტექტორმა...