ცნობა, ვეტექიმის მეუღლის ვაქცინით  გარდაცვალების შესახებ, მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

15
VIEWS

24 ივლისს გაზეთ  “ახალი თაობის”  ინლაინ ვერსიამ ინფორმაცია, სათაურით “ვეტექიმს მეუღლე დაეღუპა ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში…”  გამოაქვეყნა. მასალა მხოლოდ ფეისბუქ მომხმარებელ Ia Tulashvili-ის ერთ-ერთი პოსტს ეყრდნობა, სადაც ის ამტკიცებს, რომ მისი ვეტერინარის ახალგაზრდა  მეუღლე კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილის არც სახელს და არც გარდაცვალების ადგილს არ აკოკრეტებს. “ახალი თაობის” სტატიაში მხოლოდ ია თულაშვილის პოსტის ტექსტია გადმოტანილი და ინფორმაცია  სხვა წყაროსთან გადამოწმებული არ არის. ცნობა ვეტექიმის მეუღლის გარდაცვალებაზე გამოცემამ ფეისბუქ გვერდზეც გადააზიარა. ფეისბუქ პოსტის აღწერაშიც ია თულაშვილის ციტატაა მოყვანილი. თულაშვილმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და ამჟამად მის ფეისბუქ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია აღარ იძებნება.

; ;
ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში “ვეტერინარის მეუღლის” დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობა მტკიცებულების გარეშეა. მასალაში არ არის მითითებული პირადი ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის, გარდაცვალების გეოგრაფიული არეალის ან მიზეზის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist