გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

34
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” დიპლომატის, პუბლიცისტის და მწერლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებული იყო ალბომში სახელწოდებით “მხეცის ინექციის მსხვერპლნი”. 10 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გვანცა ერემაძემ კი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გელა ჩარკვიანი 26 მარტს აიცრა და 9 ნოემბერს გარდაიცვალა. ის გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას ვაქცინას უკავშირებს.

 

"

მტკიცება, რომ გელა ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდება მცდარია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ჩარკვიანის გარდაცვალება არც კოვიდ-19-ს და არც ვაქცინაციას არ უკავშირდება.

გელა ჩარკვიანი 9 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა გაავრცელა. ოჯახს გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მისივე ინფორმაციით, გელა ჩარკვიანი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარე წლის 26 მარტს აიცრა.

იმის გადასამოწმებლად, ჰქონდა თუ არა გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას რაიმე კავშირი კოვიდ-19-თან ან მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. NCDC-ში განმარტავენ, რომ ჩარკვიანის გარდაცვალება ვაქცინას ან კოვიდ-19-ს არ უკავშირდება.

შესაბამისად, გავრცელებული პოსტები, დეზინფორმაციულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist