გვხვდება თუ არა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფრანგულ კლიპში “ზომბები”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “მინდა დავრჩე ადამიანად”, რომელიც უმეტესად ანტივაქსერულ პოსტებს აზიარებს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ერთის მხრივ, ადამიანების ვაქცინაციის სცენებია ასახული, ხოლო მეორეს მხრივ ზომბების შემოტევის კადრები. ფეისბუქ მომხმარებლის მიხედვით, აღნიშნული ვიდეო ფრანგულ რეკლამას წარმოადგენს და იგი ხალხს მოუწოდებს, ფრანგული კლიპიდან აზრი გამოიტანონ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ავტორი ვაქცინაციას ზომბირებასთან და ზომბებად გადაქცევასთან აკავშირებს. 19 ნოემბრის მონაცემებით, ვიდეოს 140 გაზიარება აქვს.

"
ვიდეო კომპიუტერულად არის დამუშავებული და სხვადასხვა კლიპების ფრაგმენტებს აერთიანებს, რითაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ საფრანგეთმა შექმნა რეკლამა, რომელიც ვაქცინაციას და ზომბირებას ერთმანეთს უკავშირებს. რეალურად, ფრანგულ რეკლამაში ზომბების კადრები არ გვხვდება და მათი დიდი ნაწილი სკანდინავიური სპორტულ მაღაზიათა ქსელის ვიდეოდანაა აღებული.

ფეისბუქ მომხმარბლის აღნიშნული ვიდეო დამუშავებულია. ვაქცინაციის წამახალისებელი ფრანგული რეკლამის კადრებთან ერთად, ვიდეოში მოყვანილია ზომბების შესახებ სხვადასხვა ფილმებითან და რეკლამიდან სცენები, რაც მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საფრანგეთმა მსგავსი რეკლამა მართლაც გაავრცელა. რეალურ ფრანგულ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც 2021 წლის 11 ივნისს გავრცელდა, მხოლოდ ადამიანების ნებაყოფლობით ვაქცინაციის კადრებია, რის შედეგადაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ვიდეოს მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოში არსებულ ზომბების კადრებს, მათი დიდი ნაწილი სკანდინავიური სპორტული მაღაზიათა ქსელის “XXL”-ის 2012 წელს გადაღებული სარეკლამო რგოლიდან არის, რომელმაც ნორვეგიელი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. სარეკლამო რგოლში ნაჩვენები ზომბები უდანაშაულო ადამიანებს დევნიან ერთი შეხედვით იდილიურ გარეუბანში. თუმცა თავიანთი ვიკინგი წინაპრების გამბედაობისა და მებრძოლი სულისკვეთების გავლენით, სკანდინავიელები მალევე უკან უტევენ ზომბებს, რისთვისაც გოლფის და ჰოკეის ჯოხებს, ფეხბურთის ბურთს და სხვა სპორტულ ინვენტარს იყენებენ, როგორც იარაღს. მოსახლეობამ აღნიშნული რეკლამა უარყოფითად შეაფასა, რის გამოც კომპანიას ვიდეორგოლის წაშლა მოუწია. ამის მიუხედავად, ვიდეორგოლი სხვადასხვა ვებგვერდებზე, მათ შორის YouTube-ზე, მაინც არის ხელმისაწვდომი.

"
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ზომბებთან და დაზომბებასთან დაკავშირება ახალი არ არის და ამის შესახებ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი კონსპირაცია ვრცელდებოდა (მაგალითები იხილეთ აქაქ და აქ).

ვაქცინების საშუალებით ადამიანის დნმ-ში ცვლილებების და მოსახლეობის ზომბებად გადაქცევის შესახებ ინფორმაცია ადრე “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist