რას მოჰყვა რეალურად პოლიციელების პროტესტი, რომელსაც ვაქცინებს და კორონავირუსს უკავშირებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

18
VIEWS

28 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Irina Mesxi გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ორი აქციის კადრებს აერთიანებს. რუსული წარწერების მიხედვით, ვიდეოს კადრები ვაქცინაციის და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ასახავს. 3 სექტემბრის მონაცემებით ვიდეოს 2 700 გაზიარება აქვს.

"
ვიდეო დეზინფორმაციულია. კადრები კორონავირუსის შესაჩერებლად შემოღებული შეზღუდვების, ან ვაქცინების წინააღმდეგ გამართულ აქციებს არ ასახავს. რეალურად, კოლაჟში გამოყენებულ ერთ ვიდეოში ფრანგი პოლიციელები უსაფრთხოების ახალ კანონს აპროტესტებდნენ, მეორე ვიდეოში კი სოლიდარობას უცხადებენ ექიმებს და მედდებს, რომლებიც დაბალ ხელფასებს და საავადმყოფოების მწირ დაფინანსებას აპროტესტებდნენ.

  • პროტესტი უსაფრთხოების ახალი კანონის გამო

კოლაჟში გამოყენებული პირველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყრიან პოლიციელები მიწაზე ხელბორკილებს, ქალაქ ნიცაშია გადაღებული. ვიდეო 2021 წლის 21 მაისს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ფრანგულმა მედიამ France Bleu Azur-მა გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერის და France Bleu Azur-ის სტატიის მიხედვით, ნიცაში ადგილობრივმა პოლიციელებმა უსაფრთხოების ახალი კანონი გააპროტესტეს, რომელიც მათ იურისდიქციას ზღუდავდა. შესაბამისად, აქციას კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან ან ვაქცინებთან კავშირი არ ჰქონია.

"

  • სოლიდარობა ექიმებს

კოლაჟში გამოყენებულ მეორე ვიდეოში პოლიციელები მიწაზე ჩაფხუტებს აწყობენ. ვიდეო პირველად პარიზული გამოცემა L’obs-ის იუთუბ არხზე 2020 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა. რეალურად, პოლიციელები ამ ჟესტით სოლიდარობას უცხადებნენ იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც საავადმყოფოებისათვის დაფინანსების გაზრდას და ხელფასების მატებას ითხოვდნენ. კორონავირუსთან ან ვაქცინებთან კავშირი არც ამ საპროტესტო აქციას ჰქონია.

ეს ვიდეო მცდარი აღწერით სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist