ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

23-24 აპრილს რუსულ მედიაში (1, 2, 3, 4, 5, 6), ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე (1), სოციალურ ქსელ дзен.ру-ზე და რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე (1) SpaceX-ისა და Tesla -ს დამფუძნებლის ილონ მასკის ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აქებს, რუსეთს კი ძლიერი სახელმწიფოს საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს. 

ზოგიერთი წყარო ციტატასთან ერთად ილონ მასკის ინტერვიუს ვიდეო-ფრაგმენტსაც აქვეყნებს, რომელიც რუსულად არის გახმოვანებული. 

Bloknot.ru -ზე ციტატის უფრო ვრცელი ვერსია გამოქვეყნდა.

ილონ მასკი: „აქ არ არის ადგილი ლგბტ ადამიანების იდიოტური განდიდებისთვის. აქ ხალხი ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით და რწმენით. რუსეთი ღარიბ ქვეყნებს თავის მონებად კი არ აქცევს, პირიქით, ეხმარება მათ. აქ არის ლიდერი, რომელსაც არ ეშინია სიმართლის თქმა და თავისი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებს. მას ჰქვია ვლადიმირ პუტინი. მე მას პატივს ვცემ. სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ის არასოდეს თვალთმაქცობს და სიმართლეს ამბობს ისე, როგორც არის. არასოდეს აყენებს შეურაცხყოფას მოწინააღმდეგეებს, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც შეუძლია უწყვეტად და უპრობლემოდ რამდენიმე საათი ესაუბროს თავის ხალხს და უპასუხოს ნებისმიერ არასასიამოვნო კითხვას. მას აუცილებლად შევხვდები და ხელს ჩამოვართმევ. რუსეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასეთი ქვეყნის დამარცხება შეუძლებელია“.

maski1 ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება maski2 ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება maski3 ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

maski4 ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ილონ მასკის ციტატა ვლადიმირ პუტინზე გამოგონილია,  ხოლო ვიდეოს ფრაგმენტი არასწორი გახმოვანებით ვრცელდება. ინტერვიუს ავთენტიკური ვერსია 14 მარტს იუთუბ-არხზე Don Lemon გამოქვეყნდა და მასკი რუსეთსა და პუტინს საერთოდ არ ახსენებს. 

ილონ მასკის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც რუსული გახმოვანებით ვრცელდება იუთუბ-არხი Don Lemon-დან არის აღებული. ინტერვიუ ილონ მასკთან 14 მარტს გამოქვეყნდა და ვიდეოს სრული ვერსია 1:06:57 ხანგრძლივობისაა.  

maski5 ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ილონ მასკის სიტყვები პუტინზე და რუსეთზე გამოგონილია. ინტერვიუში ილონ მასკი რუსეთს და პუტინს საერთოდ არ ახსენებს. მასკი პლატფორმა X-ზე კონტენტის მოდერაციაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დონალდ ტრამპის კანდიდატურაზე, სიძულვილის ენაზე, ანტისემიტიზმზე, რასიზმზე საუბრობს. აღსანიშნავია,რომ რუსეთსა და პუტინზე შეკითხვა არც გადაცემის წამყვანს დაუსვამს. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist