რატომ ანადგურებენ ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინების მილიონობით დოზას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

53
VIEWS

14 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Tamu Na და დათო სალუქვაძე გამოაქვეყნეს სქრინშოთები, რომლებზეც ჩანს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის მილიონობით დოზა უნდა განადგურდეს. Tamu Na წერს, რომ  ამირან გამყრელიძე ამ ვაქცინის შემოტანაზე საზოგადოებას მის ვარგისიანობაში არწმუნებდა. დათო სალუქვაძე კი უკვე ვაქცინირებულებზე საუბრობს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათაც “დაბინძურებული” ვაქცინა გაიკეთეს.

;;

ფეისბუქ-მომხმარებლების პოსტები მანიპულაციურია. მართალია, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის კონკრეტული პარტიების წარმოებისას დაშვებული შეცდომის გამო, ისინი უნდა განადგურდეს, მაგრამ პოსტებში ეს შემთხვევა განზოგადებულია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზოგადად ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინაა საფრთხისშემცველი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომის გამო კონკრეტული პარტიის განადგურება სწორედ ვაქცინების მიმღებთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად და ეჭვქვეშ არ აყენებს თავად ვაქცინის ხარისხს.

ფეისბუქ-პოსტებში მოცემული ინფორმაცია ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინების მილიონობით დოზის განადგურების შესახებ სიმართლეა, თუმცა პოსტების ავტორები ამ შემთხვევას ჯონსონ & ჯონსონის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე აზოგადებენ, რაც მანიპულაციურია.

11 ივნისს ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბალტიმორის ქარხანაში ნაწარმოები ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინების რამდენიმე პარტია გამოსაყენებლად ვარგისი არ არის და სასურველია, განადგურდეს. განცხადებაში დოზების რაოდენობა დასახელებული არ არის, თუმცა New York Times-ის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 60 მილიონ დოზაზე.

განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული პარტიების წარმოებისას, ბალტიმორის ქარხანა სპეციალურად დადგენილი GMP მოთხოვნების მიხედვით არ მუშაობდა და წარმოებული ვაქცინის რამდენიმე პარტია  გამოყენებისთვის დაწესებულ ხარისხისა და ეფექტიანობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც FDA წერს, ბალტიმორის ქარხანას ვაქცინებისა და მისი კომპონენტების საწამოებლად FDA-ს ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით არ აქვს და, შესაბამისად, ქარხანაში ნაწარმოები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების  აშშ-ში დისტრიბუცია არ მომხდარა.

ვაქცინების რამდენიმე პარტიის განადგურების გადაწყვეტილებამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ, გერმანია და სამხრეთ აფრიკა მათთვის განკუთვნილი რამდენიმე მილიონი დოზის გარეშე დატოვა.

ბალტიმორის ქარხნის თანამშრომლებმა ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინების წარმოებისას შეცდომა თებერვლის ბოლოსაც დაუშვეს და ჯონსონის ვაქცინაში AstraZeneca-ს ინგრედიენტები გაურიეს, რის შემდეგაც ამ დროს ნაწარმოები 15 მილიონი დოზა ვაქცინაც გაანადგურეს.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა მოხდა რეალურად Emergent BioSolutions-ის ქარხანაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist