24 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ფოტო ციტატით: “რა არის იმაში დასაძრახი, რომ პიონერთა ბანაკები აღვადგინოთ?”
12 აპრილს გავრცელდა თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, რომელსაც ასევე აქვს დართული ციტატა: “შოლცი ნაცია”.
სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება. რეალურად, მათ აღნიშნული განცხადებები არ გაუკეთებიათ.
სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატები გაყალბებულია. რეალურად, არ იძებნება ღია წყარო, რომლითაც დადასტურდება, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა აღნიშნული განცხადებები გააკეთეს.
ირაკლი კობახიძის მიერ პიონერთა ბანაკების აღდგენაზე გაკეთებული განცხადების ავთენტურობა არ დასტურდება ქართული კრიტიკული მედიის ვებ-საიტებით (1;2;3), ასევე, მსგავსი შინაარსის კომენტარი არ იძებნება მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
ღია წყაროებით ასევე არ იძებნება კახა კალაძის განცხადება, სადაც იგი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს “ნაცს” უწოდებს. 12 აპრილს, როდესაც კახა კალაძის გაყალბებული ციტატაა გამოქვეყნებული, ოლაფ შოლცმა და ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს. შოლცს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ე.წ. აგენტების კანონზე დაუსვა კითხვა. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა სოციალურ ქსელში კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატის გავრცელება.
მანამდე, 10 აპრილს, კალაძემ “ნაცი” უწოდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამას, როინ ქოჩორაშვილს. ფეხბურთელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ჩანდა, რომ მისი ოჯახის მცირეწლოვანი წევრი 9 აპრილს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო მარშს ესწრებოდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.