2013 წელს ,,ჰელოუინზე” გადაღებულ ფოტოს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საპროტესტო აქციებ
1
VIEWS

7 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Oboladze Gia გაავრცელა ფოტო, აღწერით: ,,დავიშალეთ, მოდიან”. ფოტოზე ადამიანები სხვადასხვა ნიღბით არიან გამოსახული. პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ის ახლაა გადაღებული და ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტს უკავშირდება. 

Screenshot 2024 05 08 at 5.29.14 PM 2013 წელს ,,ჰელოუინზე” გადაღებულ ფოტოს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

გავრცელებული ფოტო მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ ასახავს; ის 2013 წელსაა გადაღებული. ამჟამად ის კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბანერი და მასზე დატანილი მმართველი ძალის, ,,ქართული ოცნების” პარტიული სიმბოლიკა ჩანს, რაც ფოტოს გადაღებისა და გამოქვეყნების თარიღების თანხვედრას ეჭვქვეშ აყენებს. 

იდენტური ფოტო 2013 წელს ონლაინმედია Agenda-მ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ფოტო 2013 წლის 31 ოქტომბერს, ,,ჰელოუინის” ღამეს თბილისშია გადაღებული. ფოტოზე ასახული პირები Agenda-ს სხვა ფოტოებშიც ჩანან.

Screenshot 2024 05 08 at 5.30.03 PM 2013 წელს ,,ჰელოუინზე” გადაღებულ ფოტოს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ

Screenshot 2024 05 08 at 5.30.19 PM 2013 წელს ,,ჰელოუინზე” გადაღებულ ფოტოს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ
წყარო: Agenda.ge 

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია. ასეთ ცნობებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს, მათ შორის, მან ვიზუალური მანიპულაციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი Oboladze Gia პარტია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ის ,,მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. ასევე, Oboladze Gia-მ არაერთხელ გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ცნობები

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist