პოლიტიკა

2015 წლის ფოტო 2021 წლის ნაცვლად

27 ოქტომბერი, 2021

26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდზე ნიკოლოზ გაბელაია • Nikoloz Gabelaia მიხეილ სააკაშვილის ფოტო  შემდეგი აღწერით  “შიმშილის 26-ე დღე | ფოტო ინტერნეტში ვრცელდება - #თავისუფლებამიშას ✌❤” გამოქვეყნდა. რამდენიმე წუთში იდენტური პოსტი ფეისბუკ გვერდმა Giorgi's Page გაავრცელა.  მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომლზეც ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 26 ოქტომბერს ასევე ორ საჯარო ჯგუფში(თავისუფლება მიშას! 🇬🇪, მიშას ფანები!�) გაზიარდა.
პოსტებს 27 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
"

"

მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელზედაც იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2015 წლის ნოემბრიდან ვრცელდება, შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ექსპრეზიდენტის შიმშილობის 26-ე დღეს არ ასახავს.

2015 წლის 4 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა წევრმა, ოთარ ჩრდილელმა ფეისბუკ ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, კლინიკაში იმყოფება. პოსტს თან ახლდა ჩრდილელის კომენტარი: „(ხო) მშვიდობაა”
"
ამავე წელს მიხეილ სააკაშვილის იდენტური ფოტო Forum.ge-ის მომხმარებელმაც გამოაქვეყნა, თუმცა იგი ინფორმაციის წყაროსა და სააკაშვილის კლინიკაში მოხვედრის მიზეზს არ ამხელდა.
"

წყაროს შესახებ
ფეისბუკ გვერდი ნიკოლოზ გაბელაია • Nikoloz Gabelaia ნიკოლოზ გაბელაიას ეკუთვნის, რომელიც ფეისბუკ პროფილზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და პარტიის მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს. 

"
ნიკოლოზ გაბელაიას მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტი ადრეც გაუვრცელებია. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ვინ “დაუჯავშნა” Аэрофлот-ის ბილეთები ღარიბაშვილსა და კობახიძეს?
მეორე ფეისბუკ გვერდი - Giorgi's Page 2020 წლის 23 მაისს არის შექმნილი და გიორგი ოჩიგავას ეკუთვნის. ფეისბუკ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტები ვრცელდება.
"
"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.