სოციალურ ქსელში რუმინეთის 2017 წლის ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

სოციალურ ქსელში მასშტაბური აქციის ამსახველი კადრები ვრცელდება. ვიდეოებზე თანდართული წარწერების მიხედვით საპროტესტო აქცია რუმინეთში გაიმართა. ფეისბუქ გვერდის Voice of Georgia from Stalingrad მტკიცებით, რუმინეთში ასი ათასამდე ადამიანი ვაქცინაციას აპროტესტებს, ფეისბუქ მომხმარებელი შალვა დალაქიშვილის მიხედვით, მასშტაბური გამოსვლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საფრთხე დაინახა და რუმინეთის მთავრობას საყოველთაო აცრისკენ მოუწოდა. იდენტური ვიდეო ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუმაც გამოაქვეყნა წარწერით: “ რუმინეთი”

"
ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ფოტო 2017 წელს, რუმინეთის მთავრობის მიერ მიღებული კორუფციასთან დაკავშირებული ახალი დადგენილების საწინააღმდეგო გამოსვლაზეა გადაღებული და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს. 

ვიდეო რეალურად, ბუქარესტში 2017 წლის 5 თებერვლის საპროტესტო აქციაზეა გადაღებული.

""

რუმინეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის 31 იანვარს ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი საგანგებო განკარგულება დამტკიცდა. განკარგულების საშუალებით კორუფციასთან დაკავშირებული რამდენიმე დანაშაული დეკრიმინალიზებული ხდებოდა.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოსახლეობამ მასშტაბური აქცია ბუქარესტში 2017 წლის 5 თებერვალს გამართა. პროტესტის ტალღა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა.

ბუქარესტის კორუფციის საწინააღმდეგო აქციების ამსახველი აღნიშნული ვიდეო უცხოეთშიც გავრცელდა, ვიდეო გამოცემა Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს.

2017 წლის აქციების ამსახველი განსხვავებული რაკურსის ფოტოები ანტივაქსერული შინაარსის ყალბი აღწერით სოციალურ ქსელში წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist